ბარსელონას 4 ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის ზღვარზეა
- თამაშის დრო: კვირა, 26 თებერვალი, 21:30
"ბარსელონაში" უფრო და უფრო იზრდება იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც ყვითელი ბარათების ლიმიტის გამო დისკვალიფიკაცია ემუქრებათ.
"კადისთან" თამაშის წინ ასეთები სერხიო ბუსკეტსი, ფერან ტორესი და გავი იყვნენ, ლა ლიგის წინა შეხვედრის შემდეგ კი მათ ფრანკ კესიეც შეუერთდა.
თუ ამ ოთხეულიდან დღეს რომელიმე ყვითელ ბარათს მიიღებს, მას 5 მარტს "ვალენსიასთან" "კამპ ნოუზე" გასამართი დაპირისპირების გამოტოვება მოუწევს.
ფეხბურთელების მსგავს სიტუაციაშია გუნდის მთავარი მწვრთნელი ჩავი ერნანდესიც. მას უკვე 4 გაფრთხილება აქვს და მეხუთეს მიღების შემთხვევაში ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]