ჩავი ერნანდესი, შესაძლოა, ძველ ფორმაციას დაუბრუნდეს
- თამაშის დრო: კვირა, 26 თებერვალი, 21:30
"ბარსელონას" დღეს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვს, რომ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში წინ 10 ქულით გაიჭრას.
ჩავი ერნანდესი "ალმერიასთან" შემტევ შემადგენლობას დააყენებს, რომ გამარჯვება მოიპოვოს. გუნდის დღევანდელი მეტოქე გასავარდნ ზონაშია, შესაბამისად, "ბარსა" მალევე შეეცდება, მატჩის ბედი გადაწყვიტოს და შესაძლოა, ისევ ძველ სქემას, 4-3-3-ს დაუბრუნდეს.
ჩავის ბევრი მიზეზი აქვს, რომ აღნიშნული ფორმაცია აირჩიოს. მთავარი მიზეზი შემტევების რაოდენობაა. 4 ნახევარმცველი მატჩის კონტროლის საშუალებას იძლევა, მაგრამ პედრის ტრავმის ფონზე გუნდს მეტი თავდამსხმელი სჭირდება.
ჩავიმ, შესაძლოა, ფერან ტორესი სასტარტოში დააყენოს. ფერანი "კადისთან" ნამდვილად შთამბეჭდავი იყო და "მანჩესტერ იუნაიტედთანაც" კარგი წუთები ჰქონდა. ანსუ ფატის არყოფნა ერნანდესს სათადარიგოთა სკამზე ანხელ ალარკონის გარდა ამპლუით შემტევს არ უტოვებს.
რთული გრაფიკის გამო ლოგიკურია, რომ ჩავი როტაციას მიმართავს. არაუხომ "მანჩესტერთან" მატჩი დისკომფორტით დატოვა, მისი ყოფნა კი კოპა დელ რეის ნახევარფინალში "რეალ მადრიდთან" ვინისიუს ჟუნიორის შესაჩერებლად აუცილებელია, რის გამოც ურუგვაელმა შეიძლება დღეს დაისვენოს.
სათადარიგოზე დარჩენის კიდევ ერთი კანდიდატი სერხიო ბუსკეტსია, რომელმაც ტრავმა ახლახან მოირჩინა და "იუნაიტედთან" ითამაშა. გარდა ამისა, "რეალ მადრიდთან" ისიც საჭირო იქნება.
4-3-3 სქემაში საყრდენის პოზიციას ფრენკი დე იონგი დაიკავებს, მის წინ კი ფრანკ კესიე და გავი იქნებიან. ასევე, შესაძლოა, სასტარტოს ჟორდი ალბა დაუბრუნეს, რომელსაც "ალმერიასთან" (რომელიც ალბათ 5 მცველით ითამაშებს) გუნდისთვის სარგებლის მოტანა შეუძლია. მისი ზუსტი პასები და ჩაწოდებები "ბარსას" შანსების შექმნაში დაეხმარება.
"ბარსელონას" სავარაუდო შემადგენლობა დღევანდელი მატჩისათვის: ტერ შტეგენი - კუნდე, ერიკ გარსია, კრისტენსენი, ალბა - კესიე, დე იონგი, გავი - რაფინია, ლევანდოვსკი, ფერანი.
[Sport]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]