23 მშრალი მატჩი - ტერ შტეგენი კლაუდიო ბრავოს გაუთანაბრდა
დღეს "ბარსელონამ" "ატლეტიკო" 1-0 დაამარცხა და გოლი კვლავ არ გაუშვა.
შესაბამისად, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კარი მშრალად 23-ედ შეინახა და კლაუდიო ბრავოს შედეგი (2014/15 წლების სეზონში) გაიმეორა. თუ გერმანელი დარჩენილ 8 ტურში კარს მშრალად კიდევ ერთხელ მაინც შეინახავს, ის ჩილელს გადაასწრებს და "ბარსას" რეკორდსმენი გახდება.
ზოგადად, ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგი 26 მშრალი მატჩია და ტერ შტეგენს, რა თქმა უნდა, ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებაც შეუძლია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]