ტერ შტეგენმა კლაუდიო ბრავოს რეკორდი დაამხო
"ბარსელონამ" ლა ლიგის 32-ე ტურში "ბეტისი" 4-0 გაანადგურა და კარი მშრალად კიდევ ერთხელ შეინახა.
ეს ნიშნავს, რომ მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გოლი უკვე 24-ე მატჩში არ გაუშვა და კლაუდიო ბრავოს რეკორდი მოხსნა, რომლის ანგარიშზეც 23 მშრალი შეხვედრაა.
შესაბამისად, ტერ შტეგენი ამ მაჩვენებლით "ბარსელონას" ისტორიაში საუკეთესო გახდა და თუ კარს მშრალად კიდევ სამჯერ შეინახავს, ლა ლიგის ისტორიაშიც ყველაზე მეტი ქლინშითი ექნება - ამჟამად რეკორდი 26 მშრალი მატჩია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]