აგენტი: სერჟინიო დესტით 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება
"ბარსელონას" საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელის, სერჟინიო დესტის ერთ-ერთმა აგენტმა BarçaTimes-სთან კომენტარი გააკეთა:
სერჟინიოთი 3 ინგლისური კლუბი ინტერესდება, თუმცა შეთანხმება არავისთან გვაქვს.
დესტი "ბარსელონაში" დაბრუნდება, შემდეგ კი კატალონიელთა ხელმძღვანელობას შევხვდებით და გადაწყვეტილებას მივიღებთ.
Mundo Deportivo-ს მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მცველის "უნიონ ბერლინში" განათხოვრება რეალური ვარიანტია. ფეხბურთელი გერმანიაში გადაბარგებაზე თანახმაა.
დესტი ამჟამად "ბარსადან" იჯარით "მილანში" ირიცხება, მაგრამ სათამაშო დრო არ აქვს. ის არც ჩავი ერნანდესის გეგმებში შედის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკელი კატალონიურ გრანდს აუცილებლად დატოვებს.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]