ბარსა ატლეტიკი მინი ელ კლასიკოში განადგურდა
გუშინ ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში გადასასვლელი ფლეი ოფის ნახევარფინალის განმეორებითი თამაში გაიმართა.
ერთმანეთს "რეალ მადრიდისა" და "ბარსელონას" სარეზერვო გუნდები დაუპირისპირდნენ.
ერთი კვირის წინ კატალონიაში გამართული შეხვედრა "ბარსა ატლეტიკს" 4-2 ჰქონდა მოგებული, მაგრამ ფლეი ოფის ფინალის საგზური მაინც "რეალ მადრიდ კასტილიას" შეხვდა.
დედაქალაქში გამართულ შეხვედრაში რაფა მარკესის გუნდი 0-3 განადგურდა. მასპინძლებმა გოლები 21-ე, 78-ე და 95-ე (პენალტით) გაიტანეს.
"ბარსა ატლეტიკისთვის" ზედა დივიზიონში გადასვლა პრიორიტეტი არ იყო და მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელებს მე-2 ლიგაში დაწინაურება არც აწყობდათ. საქმე ისაა, რომ ესპანეთს მე-2 დივიზიონის ორგანიზატორი ლა ლიგაა და თუ "ბარსა ატლეტიკი" დაწინაურდებოდა, ლა ლიგის ფინანსური შეზღუდვები "ბლაუგრანას" მეორე გუნდზეც გავრცელდებოდა, რაც კლუბის ფინანსურ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა. თუმცა "რეალ მადრიდთან" ასეთი მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში გულდასაწყვეტია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]