პსჟ-ში დემბელეს 3-ჯერ გაზრდილი ხელფასი ექნება
თითქმის 100%-ით გადაწყვეტილია, რომ უსმან დემბელე მიმდინარე თვეში "ბარსელონას" დატოვებს და ეს იმის მიუხედავად, რომ მისი 50 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვადა ამოიწურა.
ფრანგი ფეხბურთელი "პარი სენ-ჟერმენში" გადადის, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსურად "ბარსელონაზე" უკეთეს პირობებს სთავაზობს.
L'Equipe-ს ცნობით პარიზულ კლუბში უსმანის წლიური ანაზღაურება გადასახადების გადახდის შემდეგ 20 მილიონი ევრო იქნება. ეს დაახლოებით 3-ჯერ მეტია იმაზე, რასაც ის "ბარსელონაში" იღებს.
"ბლაუგრანაში" დემბელეს ხელზე ასაღები ხელფასი 6 მილიონ ევროზე ნაკლებია, რასაც დაახლოებით მილიონნახევრის ბონუსები ემატება. თუმცა გადასახადების ჩათვლით "ბარსას" 26 წლის ფრანგი შემტევის შენახვა წელიწადში დაახლოებით 16 მილიონი ევრო უჯდება.
ამხელა სხვაობის მიუხედავად ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დემბელეს პსჟ-ში გადასვლის ერთადერთი მოტივაცია ფულია, რადგან ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ მან "ალ ნასრის" გაცილებით მიმზიდველ შეთავაზებაზე თქვა უარი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 24 ]