ნოა დარვიხი - ვინ არის ბარსას ახალი ტალანტი?

ნოა დარვიხი - ვინ არის ბარსას ახალი ტალანტი?

გუშინ ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" 16 წლის გერმანელ ტალანტს, ნოა დარვიხს იმატებს.

"ფრაიბურგის" შემტევი ნახევარმცველი ფართო მასებისთვის ცნობილი არაა, რისი მიზეზიც მისი ასაკია. თუმცა როგორც ირკვევა, საქმე მართლაც გამორჩეულ ტალანტთან გვაქვს.

Football Talent Scout-ის ცნობით "ბარსამ" ხელში ნამდვილი მარგალიტი ჩაიგდო. ნოა დარვიხი ცაცია შემტევი ნახევარმცველია, რომელიც ელეგანტური და სასიამოვნო საყურებელი თამაშით გამოირჩევა. Football Talent Scout მის სათამაშო სტილს მესუთ იოზილსა და სერხიო კანალესს ადარებს.

დარვიხი მისი ასაკისთვის და პოზიციისთვის უჩვეულო სიმაღლით გამოირჩევა - 184 სანტიმეტრი.

შემტევი ნახევარმცველის გარდა მას თამაში ნახევარდაცვის ცენტრში, ასევე შეტევის მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია.

ფეხბურთელის ძლიერ მხარეებად მიიჩნევა:

  • დრიბლინგი - ძალიან კარგი
  • პასი - ძალიან კარგი
  • მოედნის ხედვა - ძალიან კარგი
  • ტექნიკა - ძალიან კარგი
  • ბურთის კონტროლი -ძალიან კარგი
  • კრეატიულობა - ძალიან კარგი
  • პირველი შეხება - ძალიან კარგი
  • სისწრაფე - კარგი
  • საფეხბურთო IQ - კარგი
  • უნივერსალურობა - კარგი
  • სტანდარტულები - კარგი

საფეხბურთო ელემენტები, რომლებშიც დარვიხს მომატება მართებს: დაცვითი თამაში, გადაწყვეტილებების მიღება და პოზიციური თამაში პრესინგის დროს. ეს უკანასკნელი "ბარსელონასთვის" ძალიან მნიშვნელოვანია.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 6 აგვისტო 2023 10:00
    0
    გარეგნობით 16 წლისას არ გავს. სახეზე ასე 27 წლისაა რო შეხედავ.
    ფანი [?]
    #4 5 აგვისტო 2023 12:52
    0
    აღნაგობით ბელინგემის მზგავსია
    ფანი [?]
    #3 5 აგვისტო 2023 10:36
    3
    ყოჩაღ მეც მომეწონა, თუ ბარსასთვის ისეთი გამოდგა როგორც რეალისთვის კროოსი, მაშინ ხუმრობა ხუმრობაში, შეიძლება ისტორიული ტრანსფერი გამოდგეს და დღეს აზრზე არ ვართ.
    Culé [?]
    #2 5 აგვისტო 2023 10:15
    2
    კარგი სტატიაა. საღოლ Writer
    მგონი აქამდე ბარსას გერმანელი მინდვრის ფეხბურთელი არც ყოლია და ჯერ მხოლოდ ამითაა ეს ბიჭი ძალზედ საინტერესო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 5 აგვისტო 2023 10:02
    2
    რასაც ვუყურე მართლა ძალიან ტექნიკურია.