Sport: ბარსელონა ანსუ ფატის გაყიდვას არ აპირებს
კატალონიური Sport მადრიდული As-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოს "ბარსელონა" ანსუ ფატის პსჟ-სთვის მიყიდვის ვარიანტს განიხილავს.
Sport-ის ცნობით "ბლაუგრანა" 20 წლის ესპანელის გაშვებას არ აპირებს. მართალია, კლუბი შეთავაზებებს იღებს, მაგრამ ეს საკითხი დახურულია.
ანსუ ფატის წარმატების მხოლოდ "ბარსელონაში" მიღწევა სურს, კლუბში ამის შესახებ იციან და ფეხბურთელის პოზიციას პატივს სცემენ. წყაროს ცნობით ფატი მომდევნო სეზონში "ბარსაში" ითამაშებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]