კიკო ფემენია "ბარსელონაზე" ოცნებობს

კიკო ფემენია "ბარსელონაზე" ოცნებობს

ალიკანტეს "ერკულესის" ნახევარმცველი, კიკო ფემენია, ერთ–ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლითაც ინტერესდება კატალონიის "ბარსელონა". კიკო საკმაოდ დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია და სწორედ ამიტომ მიიპყრო კატალონიური გრანდის ყურადღება. მას ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ აუსრულდება ოცნება და ითამაშებს "ბარსაში".

 

"მე ამას ძალიან მშვიდად ვაცხადებ. მე რამდენიმე კვირის წინ, ჩემი წარმომადგენლებისგან მივიღე ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ "ბარსელონა" ჩემით იყო დაინტერესებული, რასაც ძალიან პოზიტიურად შევხედე და ახლაც დიდი იმედი მაქვს, რომ მოლაპარაკება ჩემს კლუბსა და "ბარსას" შორის წარმატებულად შედგება. რაც მალე, მით უკეთესი". დაასრულა კიკო ფემენიამ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.