საბოლოო განაცხადი: ვალდესი და პედრო მსოფლიოზე მიდიან!!!

საბოლოო განაცხადი: ვალდესი და პედრო მსოფლიოზე მიდიან!!!

წინასწარი ვარაუდი, რომ ვიქტორ ვალდესი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშებდა არ გამართლდა. იგი გაემგზავრება სამხრეთ აფრიკაში. ვისენტე დელ ბოსკემ საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა, რომელშიც ვალდესის გვარიც წერია. მუნდიალზე ითამაშებს პედროც. იგი ნამდვილად სეზონის აღმოჩენაა.

ვალდეს,პიკე,პუიოლი,ბუსკეტსი,ჩავი,ინიესტა და  პედრო – ეს  "ბარსელონას" იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომლებიც ითამაშებენ ესპანეთის ნაკრებში. რაც შეეხება დავიდ ვილას, იგი კიდევ ერთი "ბლაუგრანელი" ფეხბურთელია, რომელიც ესპანეთის ნაკრების ღირსებას დაიცავს. გამოდის, რომ "ბარსელონას" 8 ფეხბურთლი ითამაშებს ესპანეთის ნაკრებში. თუ ფაბრეგასის ტრანსფერის თაობაზე ყველაფერი კარგად წარიმართა, კატალონელთა ბუმი იქნება ესპანეთის ნაკრებში.

წყარო : http://www.sport.es/

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.