ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესი გრანადასთან მატჩის წინ

ჩავი ერნანდესმა "გრანადასთან" გასამართ მატჩზე ისაუბრა:

ხვალ ლიგაში ფიზიკურად ყველაზე ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდებით. "გრანადა" ყველაზე დიდ დისტანციას ფარავს. პაკო ლოპესი შემტევი ფეხბურთის მიმდევარია და იცის, ხელი როგორ შეგვიშალოს.

ბევრი ტრავმირებული გვყავს, მაგრამ ბრძოლა შეგვიძლია. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო მატჩებისთვის ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან.

ჩვენი ფილოსოფია სანახაობრივი თამაშით მოგებაა. ამ კლუბში მუშაობა ყველაზე რთულია. 3 შემტევით ვითამაშებთ თუ 2-ით, მუდამ შეტევაზე ვფიქრობთ. ჩვენი სტილი არ შეცვლილა.

პორტუში ბურთით კარგად ვერ ვმოქმედებდით, მაგრამ მის გარეშე ნორმალურად ვითამაშეთ. 

რობერტის ტრავმა დიდი დარტყმაა. ის ჩვენი გოლეადორი და ლიდერია. ფერანსა და ჟოაუ ფელიშს მის პოზიციაზე თამაში შეუძლიათ, მაგრამ პაუ ვიქტორიც გამოვიძახე.

რამდენჯერმე ვთქვი, რომ ფერმინი ძალიან მომწონს. ის დაცვაში კარგია, დარტყმა იცის, დუელებს იგებს და ინტენსიურია. ვფიქრობ, მას ბევრი შანსი მიეცემა.

ფრენკი დე იონგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. "ბარსას" ფეხბურთელი მენტალურად ძლიერი უნდა იყოს.

კრისტენსენი ნახევარდაცვაში, რომეუს გვერდით? ანდრეასი ამ პოზიციაზე პირველი არჩევანი არაა. გიუნდოგანისა და კასადოს ვარიანტები მაქვს, მაგრამ არც დანიელის გამოყენებას გამოვრიცხავ - ნაკრებში მას აღნიშნულ პოზიციაზე თამაშის გამოცდილება აქვს.

მატჩის განაცხადი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 23 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2023 17:17
    3
    ფერმინი გუნდო გავი უნდა იდგნენ ძირითადში
    შეცვლაზე კიდე კასადო და აკადემიის სხვა ბიჭები სულ რომ 0-0 იყოს მაშინაც შანსი უნდა მიეცეთ
    ფანი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2023 17:09
    0
    ჰო აი გუნდოგანი დაგვრჩა ერთადერთი ნახ. მცბელი ვისაც შეტევაში რაღაც კრეატივი შეაქვს და ეგეც ჩამშლელზე დააყენე, ხანდახან რას ამბობს თუ აკვირდება მაინც..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 7 ოქტომბერი 2023 16:43
    3
    ასეთი ტრავმიანობის დროს მთავარია არ ჩამოვრჩეთ რეალს და არ დავკარგოთ ქულები, თუ გამოძვრნენ სასურველი შედეგებით ფაქტიურად საფუძველს ჩაუყრიან ჩემპიონიბასაც, ფრენკი და ლევანდოვსკი რომ დაბრუნდებიან თამაშის ხარისხიც თავისთავად მოიმატებს😉
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"