ჩავის იანვარში ჯოვანი ლო სელსოს გაფორმება სურს
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს იანვარში ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება სურს.
Sky Sports News-ის ინფორმაციით, კატალონიელი სპეციალისტის მთავარი სამიზნე "ტოტენჰემის" ნახევარმცველი, ჯოვანი ლო სელსოა. ჩავიმ უკვე სთხოვა ხელმძღვანელობას, რომ 27 წლის არგენტინელი ფეხბურთელის ტრანსფერი განახორციელონ. ჩავი ამას მისი "მხარდაჭერის მტკიცებულებად" ხედავს.
ლო სელსოს ამჟამინდელი კონტრაქტი "დეზებთან" 2025 წლამდეა გათვლილი. Transfermarkt მის სატრანსფერო ღირებულებას 14 მილიონ ევროდ აფასებს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]