დაპირებული სიამაყე პილპილადქცეულ ტიტულებთან ერთად
ზუსტად 3 წლის წინ, 2008 წლის 17 ივნისს, კატალონიის "ბარსელონას" მწვრთნელად ოფიციალურად, ხოსეპ გვარდიოლა წარადგინეს. წარადგინეს ადამიანი, რომელიც ტიტულებს ვერ გვპირდებოდა, თუმცა გვპირდებოდა იმას, რომ გულშემატკივარი მისი გუნდით იამაყებდა. დაპირება შეარულა, თუმცა მცირე კორექტივებით...
"მე არ შემიძლია დაგპირდეთ ტიტულებს, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი ჩვენით იამაყებს", – ეს სიტყვები 37 წლის მწვრთნელს ეკუთვნის, რომელმაც "ბარა ბ" "დივიზიონ 2ბ"–ში გადაიყვანა. მან ფეხბურთელის რანგში წარმატებას მიაღწია. მიაღწია ისეთ წარმატებას, რომელსაც ბევრი ფეხბურთელი ვერც ინატრებდა, თუმცა საფეხბურთო კარიერა ასაკთან ერთად წარულს ჩაბარდა და ახლა პროფესიონალი მწვრთნელობის დროც დადგა. პეპი "ბარსაში" მოვიდა. პეპთან ერთად კი მოვიდა მისი დაპირებული სიამაყე და მისი "ვერ დაპირებული" ტიტულები, რომლებიც სიამაყეს თან მოჰყვებოდა და ახლაც თან მოჰყვება ... ამასთან ერთად კი იმედს არ ვკარგავ, რომ იგი არ ჩამორჩება და ისინი (სიამაყე და ტიტულები) კვლავ ერთად, ხელიხელ ჩაკიდებულები ივლიან პეპის მხარდამხარ...
სალა პარიზი ის ადგილია, სადაც პეპმა პრეს–კონფერენცია გამართა და სადაც ჟურნალისტებს და ფეხბურთის გულშემატკივარს თავისი ამბიციები გაანდო: "მე თავს ძლიერად ვგრძნობ და მზად ვარ!.. ეს ასე რომ არ იყოს, მაშინ მე აქ არ ვიქნებოდი. მე არ მეშინია და არც ეს გამოწვევა იწვევს ჩემში შიშს. ვიცით, რომ ეს მარტივი არ იქნება, თუმცა მე შეუპოვარი ვიქნები."
გვარდიოლამ თავის თამაშის სტილის შესახებაც ისაუბრა. მან არავის დაუმალა, რომ მას და შემტევ ტაქტიკას ერთმანეთთან ბევრი საერთო ჰქონდათ და რომ მას და შემტევ ტაქტიკას ერთმანეთის ძალიან კარგად ესმოდათ: "ყველაზე მნიშვნელოვანი რამ გამარჯვებაა და გამარჯვებისთვის ყველა სათამაშო სტილი კარგია. მე ვიცი, თუ რა სტილით თამაში მსურს. მე შემტევი ფეხბურთის ფანი ვარ, რადგანაც მე ასე ვვარჯიშობდი და მე მჯერა, რომ უდიდესი ტალანტი ბევრ სამუშაოში იმალება."
პეპს არ უთქვამს, რომ იგი ტიტულებით გაგვიხარებდა გულებს – უბრალოდ მუშაობა. მუშაობა, რომელიც გულშემატკივრებს სიამაყით აუვსებდათ მკერდის მარცხენა ფლანგზე მდებარე გულებს . პეპს არასოდეს უთხოვია მოთმინება, რადგანაც სხვების მსგავსად, მასაც კარგად მოეხსენება, რომ "ბარსელონა" არის გუნდი, რომელმაც შედეგი უნდა აჩვენოს. მას ამის თხოვნა არც დასჭირვებია ... პეპი 3 წელია, რაც "ბარსას" მთავარი მწვრთნელია ... რაც მთავარია, მან დაპირება შეასრულა და დღესდღეისობით, ალბათ ყველა ჩვენგანი ამაყობს იმ გუნდით, რომელიც მეტია, ვიდრე უბრალოდ გუნდი ... თუმცა, პეპმა ამ დაპირებას პილპილის სახით, 10 ტიტულიც მოაყარა, რომელიც ყოველ ბლაუგრანელს აძლევს საშუალებას, ხვა გუნდის გულშემატკივარზე ერთი თავით მაღლა იდგეს...
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]