მონტოია ”ბარსელონაში” რჩება

მონტოია ”ბარსელონაში” რჩება


კატალონიური ”ბარსელონა” არ აპირებს ”რომაში” მარჯვენა მცველის, მარტინ მონტოიას გაშვებას.

20 წლის მცველის რომში ხილვა სურდა ლუის ენრიკეს, თუმცა ”ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ამ ტრანსფერს განხროციელების საშუალება არ მისცა. ის გეგმავს მომავალი სეზონიდან მარტინ მონტოია დანიელ ალვესის შემცვლელად გამოიყენოს.

ამავდროულად არ გამოირიცხება ის, რომ ”ბარსელონას” მიმდინარე ზაფხულს დატოვებს მარცხენა მცველი, მაქსველი. მისდამი ინტერესს იჩენენ იტალიური და ინგლისური კლუბები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.