სერჟი რობერტო რეალ მადრიდთან მატჩის წინ
"ბარსელონას" კაპიტანმა სერჟი რობერტომ ესპანეთის სუპერ თასის ფინალში "რეალ მადრიდთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
"ბარსელონას" კაპიტნობა დიდი პატივია. მე ძალიან აღელვებული ვარ, კაპიტნის რანგში პირველი ტიტულის მოგება განსაკუთრებული იქნება.
გასულ სეზონში "რეალ მადრიდთან" კარგად ვითამაშეთ და დავამარცხეთ და ვიმედოვნებთ, ამას წელსაც გავიმეორებთ.
"ელ კლასიკოში" შანსები თანაბარია. ორივე გუნდი ერთნაირ პოზიციაში იწყებს. "ბარსასა" და "რეალ მადრიდის" დაპირისპირება ყოველთვის ფინალის ტოლფასია, ხვალ კი ნამდვილი ფინალია. კონკურენცია მაქსიმალური იქნება და ვიმედოვნებ, კარგად თამაშს შევძლებთ.
ხვალ ვნახავთ, სამი ნახევარმცველით ვითამაშებთ თუ ოთხით. ამას მწვრთნელი წყვეტს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ტაქტიკა საუკეთესოდ იქნება შერჩეული, რათა კარგად თამაში და მოგება შევძლოთ.
ჩვენ ყოველთვის გვინდა, კარგად ვითამაშოთ, რადგან ასე უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებთ. მაგრამ ჩვენ ასევე ყველაფრის მოგება გვსურს, განსაკუთრებით კი "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ, რაც დამატებითი მოტივაციაა.
ჩავი ჩემი კუმირია. ის ჩემი თანაგუნდელი იყო, ახლა კი მწვრთნელიცაა. ის პირველივე მომენტიდან მხარს მიჭერდა. კლუბის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვარ, სადაც არ უნდა დავჭირდე ჩავის. თუ მას სურს, რომ დავრჩე, პრობლემა არ იქნება.
მე ყოველთვის ვამბობ, რომ ნახევარმცველი ვარ. ბავშვობიდან ამ პოზიციაზე ვთამაშობ, მაგრამ გარკვეული გარემოებების გამო მარჯვენა მცველად თამაშმა მომიწია. მიმდინარე სეზონში კვლავ ნახევარმცველად ვასპარეზობ და თავს კარგად ვგრძნობ. ვიმედოვნებ, კლუბს ისევ დავეხმარები.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]