ნაჩო ფერნანდესი: ჩვენ მოგება გვინდა, მეტოქე კი არ გვადარდებს
ესპანეთის სუპერ თასის ფინალის დაწყებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, იქამდე კი "რეალ მადრიდის" კაპიტნის, ნაჩო ფერნანდესის პრესკონფერენციას გთავაზობთ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან კაპიტნის რანგში პირველი ტიტულის მოგება შემიძლია, თუმცა მას ისეთივე პასუხისმგებლობით ვეკიდები, როდესაც "რეალ მადრიდში" თასის აღება სადებიუტოდ ვიზეიმე.
ჩვენ სწორედ ასეთი მატჩების თამაში გვაძლევს მოტივაციას. საფინალო შეხვედრისთვის ჩვენ შესაბამისი გამოცდილების მქონე ფეხბურთელები გვყავს, რაც სიმშვიდითა და თავდაჯერებით გვავსებს.
სეზონის ტიტულით დაწყება წარმატებისკენ გადადგმული პატარა ნაბიჯი იქნება, რასაც კარგი განწყობისა და კიდევ უფრო მეტი თავდაჯერების მოცემა შეუძლია. ეს ყოველივე გამზადებს იმისათვის, რაც სეზონის მეორე ნახევარში გელოდება.
ვიცით ჩვენი მეტოქე ვინაა და ისიც გვახსოვს, თუ როგორ დასრულდა ბოლო ფინალი. ჩვენ მოგება გვინდა და მნიშვნელობა არ აქვს, თუ ვინ იქნება მეტოქე, თუმცა თუ ის "ბარსელონაა", მოგებისთვის ორმაგად დავიხარჯებით.
- თქვა "რეალ მადრიდის" კაპიტანმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]