ბარსელონა 5 საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში

ბარსელონა 5 საუკეთესო ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში

Tribuna მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" 5 საუკეთესო ფეხბურთელს გამოყოფს.

ილქაი გიუნდოგანი

გერმანელმა ადაპტაცია რთულად გაიარა, მაგრამ "ბარსას" საუკეთესო გამთამაშებელია, რომელიც კარგ პერფორმანსებს გვთავაზობს. გიუნდოგანს ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში ყველაზე მეტი (9) ასისტი აქვს, წინ კი კიდევ 4 თვეა.

ლამინ იამალი

16 წლის ფეხბურთელი ამტკიცებს, რომ სათამაშო დროს დამსახურებულად იღებს. ეჭვგარეშეა, რომ ლამინი "ბარსელონას" ყველაზე კრეატიული შემტევია. ის არა მხოლოდ საგოლე მომენტებს ქმნის, არამედ მეტოქეებს ურთულეს სიტუაციაში აგდებს. იამალი ქომაგებს დიდ სანახაობას სთავაზობს, როგორც ამას ლეო მესი, რონალდინიო და ნეიმარი აკეთებდნენ. 

ინიგო მარტინესი 

მიუხედავად იმისა, რომ ინიგომ მხოლოდ 12 მატჩი ჩაატარა, ყველასთვის მოულოდნელად, დაამტკიცა, რომ თავის პოზიციაზე გუნდში საუკეთესოა. მისი ერთი თვისება ჩავისთვის ფასდაუდებელია - გრძელი პასით ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა. 32 წლის ფეხბურთელმა ამ გზით არაერთი შანსი შექმნა და დაცვაშიც სოლიდურად გამოიყურება. როცა მარტინესი ჯანმრთელია, მას გუნდზე დიდი გავლენა აქვს.

ფერან ტორესი

ფერანის აღზევება ნამდვილად შთამბეჭდავია. ის, შესაძლოა, "ბარსაში" ყველაზე ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელიც კია. ტორესმა შემტევაში ყველა პოზიციაზე ითამაშა და ყველა ტურნირზე ერთად, მონაწილეობა 15 გოლში მიიღო.

ფრენკი დე იონგი

ნიდერლანდელის მიერ ჩაგდებული მატჩი იშვიათი სანახავია. ის სტაბილურად თამაშობს და ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი წევრია. ამ სეზონში, 26 წლის ფეხბურთელი ლა ლიგაში პოტენციური ასისტებით ერთ-ერთი საუკეთესოა და ბევრი წარმატებული პასიც აქვს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 11 თებერვალი 2024 16:55
    0
    გიუნდოგანი და ფრენკი მართლაც ძალიან კარგები არიან. ინიგოს თითქმის არ უთამაშია ვერ ვიტყვით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა გუნდში. ლამინი პატარაა ჯერ და ბოლო პერიოდის გამოკლებით არ ყოფილა საკვანძო ფიგურა. ტორესს კიდე ერთი ჯარიმა და ჰეთ-თრიკი გაუვარდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 9 თებერვალი 2024 21:20
    0
    და გიუნდოგანმა რატომ გაიარა ადაპტაცია რთულად, დემბელე 6 წელი გადიოდა ადაპტაციას და მაინც ვერ გაიარა. და ამას 3-4 თვეში უნდა მოესწრო ადაპტაცია? თანაც ამ მდგომარეობაში დაულაგებელ გუნდში?
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 თებერვალი 2024 16:59
    2
    ამ მაზილა ტორსს ერთი თამაში, რომ გაუვარდა ყარაულის თიფივით იმიტომაა საუკეთესოთა შორის? არც იქ ბრწყინავდა მიუხედავად 3 გოლისა.
    გულშემატკივარი [?]
    #1 9 თებერვალი 2024 13:42
    3
    გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ფერან ტორესია და რამის მოგების ამბიცია გვაქვს?!😀