ჩავი კრისტენსენს საყრდენად თვეების განმავლობაში ამზადებდა
Sport-ის ინფორმაციით, ჩავი ერნანდესი სავარჯიშო სესიებზე ანდრეას კრისტენსენს საყრდენის პოზიციაზე დიდი ხანი ამზადებდა და "ალავესთან" მატჩში მისი ნახევარდაცვაში გამოჩენა ავანტიურა არ ყოფილა.
თუ ჩავი ამ გეგმას მიჰყვება, მოსალოდნელია, რომ დანიელი "გრანადასთან" (11 თებერვალი) და "სელტასთან" (17 თებერვალი) შეხვედრებშიც საყრდენი იქნება და თუ ის თავს კარგად წარმოაჩენს, შესაძლოა, "ნაპოლისთან" (21 თებერვალი) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში ამ პოზიციისთვის სრულად მზად იყოს.
"კრისტენსენი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სოლიდურია. ის უნივერსალია და რამდენიმე ზონაში თამაში შეუძლია. ანდრეასს მოედანზე ყველაფრის 360 გრადუსით დანახვის უნარი აქვს", - თქვა ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენციაზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]