რაფა მარკესი: მე და მესი მეგობრები არ ვიყავით, ერთხელ კინაღამ ვიჩხუბეთ
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი და "ბარსა ატლეტიკის" ამჟამინდელი მწვრთნელი, რაფა მარკესი საინტერესო ისტორიას იხსენებს:
მესის დებიუტი მახსოვს, მაგრამ მასზე მანამდეც გვესმოდა, რომ "ლა მასიაში" ყველასგან გამორჩეული ბიჭი ჰყავდათ - ნამდვილი ფენომენი.
ვიცოდით, რომ ლეო დიდი ფეხბურთელი გახდებოდა, მაგრამ გვინდოდა, სავარჯიშო სესიებზე მას დავხმარებოდით. არგენტინელს ბევრ შენიშვნას ვაძლევდი და მისმენდა. ლიონელს 3-4 მეტოქის მოტყუება შეეძლო, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტები მოსდიოდა. ვცდილობდით, მასთან პირდაპირები ვყოფილიყავით.
ლეოს ვეუბნებოდი: "აქ დრიბლინგი გჭირდება, მაგრამ იქ - არა. უფრო ჭკვიანური პასები უნდა გააკეთო და თანაგუნდელებთან იმუშაო." ერთ დღეს, ამ რეპლიკების გამო, მესისთან შელაპარაკება მომივიდა. გვარდიოლა იძულებული გახდა, საქმეში ჩარეულიყო, რადგან ჩხუბი არ დაგვეწყო.
სიმართლე ისაა, რომ ჩვენ მეგობრები არ ვიყავით, მხოლოდ თანაგუნდელობით შემოვიფარგლებოდით. მიუხედავად ამისა, ლეოს ბრწყინვალე კარიერისთვის დიდ პატივს ვცემ - ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია.
რაფა მარკესი და ლეო მესი "ბარსელონაში" თანაგუნდელები 2003-დან 2010 წლამდე იყვნენ. მათ ერთმანეთის მხარდამხარ 125 მატჩი ჩაატარეს.
ლეგენდარული მექსიკელი 2022 წლიდან "ბარსას" სარეზერვო გუნდს წვრთნის.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]