ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან სერიოზული შეთავაზება მიიღო

ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან სერიოზული შეთავაზება მიიღო

აშრაფ ბენ აიადის ინფორმაციით, მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან ძალიან მიმზიდველი შეთავაზება მიიღო. დაინტერესებული კლუბი და სატრანსფერო თანხა, ჯერჯერობით, არ სახელდება. 

გასულ ზაფხულში გერმანელმა "ბარსასთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა, რაც ნიშნავს, რომ მისი გაყიდვის შემთხვევაში, კატალონიური გრანდი საკმაოდ დიდ ფულს მიიღებს.

ტერ შტეგენი "ბარსელონაში" მე-10 სეზონს ატარებს და აქ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ იქცა, მაგრამ უკვე 30 წელს გადაცდა და შესაძლოა, კარიერის ბოლო ეტაპზე და მაღალ ხელფასზეც იფიქროს, რომელსაც საუდის არაბეთიდან შესთავაზებენ.

საბოლოო სიტყვა, რა თქმა უნდა, "ბარსას" ეკუთვნის. თუ ტერ შტეგენი წავა, კლუბმა მისი შემცვლელი უნდა იყიდოს, რადგან ინიაკი პენიამ გერმანელის 3-თვიანი ტრავმის დროს თავი კარგად ვერ წარმოაჩინა და გუნდში მასზე იმედებს არ ამყარებენ. 

მარკმა მიმდინარე სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაუშვა. მან კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 25 თებერვალი 2024 02:31
    0
    შტეგენი იყოს რამდენიმე წელი კიდევ ბარსაში და მამარდა მოიყვანონ მერე შემცვლელად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 24 თებერვალი 2024 23:33
    0
    შტეგო გავყიდოთ და დავაყენოთ კედელი პენია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 24 თებერვალი 2024 17:05
    0
    მერე მამარდა ვერ ივარგებს თუ არ გადმოვა.
    წევრი [?]
    #8 24 თებერვალი 2024 14:49
    1
    🚨 მიუნხენის ბაიერნი კიმიხის გორეცკას და ზანეს გაყიდვას გეგმავს❗️

    📌 ასევე დიდი შანსია კლუბი დატოვოს ალფონაო დეივისმა, რომლის პირველ შემცვლელადაც ტეო ერნანდესი მოიაზრება ✅
    დიდი სიამოვნებით წამოვიყვანდი გორეცკა კიმიხს ბაიერნიდან
    Culé [?]
    #7 24 თებერვალი 2024 13:54
    1
    30 წელი მეკარისთვის როდიდანაა ბებერი?😀
    ფანი [?]
    #6 24 თებერვალი 2024 12:58
    1
    ციტატა: Fc Barca Batumi
    მიდიიით დაყიდეთ ყველაა!!
    კიდევ დანგრევა და გაფარჩაკება გვინდა?!

    სადმე წერია ყიდიან ან ტრანსფერზე შეიძლებ დააყენომო?კლუბია დამნაშავე რო შეიხებმს შტეგო სურთ თუ ვერ გავიგე რას ეყრდნობა შენი კომენტარი😁ჩვენ სხვა ქვეყნიდან გულშემატკივრები ვაქცევთ ჭიანჭველას სპილოდ ბარსამანიაზე და მერე ადვილობრივების გვიკვირს რატო იქცევიან უკუღმაო.ვინც რას დაწერს ბარსელონაზე ყველაფერი სიმართკე როგორ გონიათ ვერ გამიგია
    გულშემატკივარი [?]
    #5 24 თებერვალი 2024 10:55
    4
    შტეგენის წასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში მომინდებოდა თუ მამარდას მოიყვანდნენ😀🙏🏻
    Culé [?]
    #4 24 თებერვალი 2024 10:45
    0
    მიდიიით დაყიდეთ ყველაა!!
    კიდევ დანგრევა და გაფარჩაკება გვინდა?!
    Culé [?]
    #3 24 თებერვალი 2024 04:48
    0
    2 weli mainc itamashebs magal doneze da mere ukve daewyeba regresi. Kontrakti kai xani aqvs da 2 wlis mere sheidzleba arabebs 40-50 avaxiot...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 24 თებერვალი 2024 04:09
    0
    არ ქნა ეგ სისულელე შტეგო
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 24 თებერვალი 2024 01:40
    3
    30 ს გადაცდა მაგრამ მეკარისთვის არ არის მოხუცი