ბარსა რობერტოს ახალ გარიგებას სთავაზობს
Diario Sport იტყობინება, რომ "ბარსელონამ" კლუბის კაპიტან სერჟი რობერტოს, რომელსაც არსებული კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, ახალი გარიგება შესთავაზა.
სერჟი რობერტოს დიდი ხანია, რაც წასვლას უწინასწარმეტყველებდნენ. გავრცელებული ჭორების მიხედვით, იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით "ინტერ მაიამის" შეუერთდებოდა, სადაც ყოფილი "ბარსელონელები": ლიონელ მესი, ლუის სუარესი, ჟორდი ალბა და სერჟიო ბუსკეტსი თამაშობენ. ამის მიუხედავად, Diario Sport-ის ინფორმაციით, "ნაპოლისთან" ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშის შემდეგ "ბლაუგარანაში" რობერტოს გარშემო სიტუაციის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღეს.
კატალონიელთა 32 წლის კაპიტანმა მიმდინარე სეზონში 15 მატჩში ითამაშა, სადაც 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]