ბარსელონაში ფერმინ ლოპესის მომავალი გარკვეულია | Sport
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბლაუგრანა" რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ფერმინ ლოპესი გუნდს არ დატოვებს.
ინფორმაციას ესპანური გამოცემის, Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ჟუამარტი ავრცელებს, რომელიც აცხადებს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი ახალგაზრდა ფეხბურთელს 100 %-ით ენდობა და მისი შენარჩუნება სურს.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის ნახევარმცველი "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია და მას ესპანურ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ფერმინმა ამ სეზონში კლუბის მაისურით სულ 39 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]