მილიტო: ”ამჟამად ვფიქრობ, რომ ”ბარსაში” დავრჩები”

მილიტო: ”ამჟამად ვფიქრობ, რომ ”ბარსაში” დავრჩები”


გაბი მილიტო ამჟამად მესის, მასკერანოს და სხვა ფეხბურთელების მსგავსად არგენტინის ნაკრებთან ერთად იმყოფება და კოპა ამერიკისთვის ემზადება. მუნდო დეპორტივოსთან საუბრისას მან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

 - გასული სეზონის ბოლოს ძალიან ცოტას თამაშობდით. თქვენთვის ეს კარგად იმოქმედებს, რადგან დაღლილი არ ხართ, თუ პირიქით, ფორმიდან ხართ ამოვარდნილი?

 - მე ყოველთვის ინტენსიურად ვვარჯიშობდი. დიახ, ბოლო დროს მწვრთნელი მცირე სათამაშო დროს მაძლევდა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ჩემზე ცუდად იმოქმედებს. სერხიო ბატისტა მენდობა. უკანასკნელი 4 წელი გავატარე ”ბარსელონაში”, ჩემი მწვრთნელი გვარდიოლა იყო, რაც დიდი უპირატესობაა.

 - ესაუბრეთ გვარდიოლას ან კლუბის ხელმძღვანელებს თქვენი მომავლის შესახებ?

 - არა. ჩვენ ავღნიშნეთ ჩემპიონთა ლიგის მოგება და მაშინვე აქეთ წამოვედი, რათა კონცენტრირება კოპა ამერიკაზე გამეკეთებინა. ახლა მხოლოდ კოპაზე ვფიქრობ. რა იქნება მომავალში? ამას მომავალი გვიჩვენებს.

 - თქვენი სურვილი კლუბში დარჩენა და ნაკლები სათამაშო დროის ქონაა თუ უმჯობესია კლუბის გამოცვლა?

 - გულახდილად გეტყვით ამაზე არ მიფიქრია. ახლა კოპა ამერიკისთვის ვემზადები, რომელიც არგენტინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

 - თქვენი სახელი ”ბავარიის” შესაძლო ტრანსფერების სიაში ფიგურირებს...

 - შეიძლება, მაგრამ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. მე ყველაფერი წინა შეკითხვაზე გითხარით.

 - შეგიძლიათ ”ინდეპენდიენტეში” დაბრუნება?

 - ეს კლუბი ყოველთვის ჩემს გულში იქნება და ეს ყველამ იცის. ახლა კი გავმეორდები - ახლა მხოლოდ კოპა ამერიკაზე ვფიქრობ.

 - რა მოხდა იანვარში, როცა გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ კლუბს ტოვებდით. გვარდიოლასთან საუბრის შემდეგ კი კლუბში დარჩით...

 - დიახ, წასვლის ვარიანტი მქოდა, მაგრამ მივხვდი, რომ იმ მომენტში საუკეთესო ვარიანტი დარჩენა იყო.

 - შეიძლება თქვენ გაბრაზებული ხართ პეპზე, რადგან მან მეტი სათამაშო დრო არ მოგცათ...

 - არა. მე მასთან ისეთივე კარგი ურთიერთობა მაქვს, როგორც მთელ გუნდთან. ის ძალიან კარგი მწვრთნელია და ბევრი რამ მასწავლა.

 - როგორ შეაფასებდით თქვენს გზას ”ბარსაში”?

 - დიდი დრო ტრავმის გამო გამოცდა, მაგრამ ეს იყო ბრწყინვალე 4 წელი. ძალიან გამიმართლა, რადგან შევხვდი ისეთ ადამიანებს, როგორებიც ჩემი თანაგუნდელები არიან. ასევე გავიცანი რაიკაარდი, მაგრამ პეპთან გავიზარდე როგორც ფეხბურთელი.

 - და თქვენ ყოველ დღე თამაშობთ მესისთან, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან...

 - ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ის კვლავ ჩვეულებრივი ბიჭია და ყველა ის ტიტული, რომელიც მას აქვს დამსახურებულად მიიღო. ის ამას ყოველ წელს ამტკიცებს. რასაც ის მოედანზე აკეთებს განსაცვიფრებელია. ფეხბურთში არაფერია უფრო მომხიბვლელი, ვიდრე ”ბარსას” და ლეოს თამაშზე ყურება.

 - ლეო აგრძელებს თქვენს გაკვირვებას?

 - დიახ, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევისწავლეთ მისი პოტენციალი, თუმცა როცა ის ახალ რაღაცას აკეთებს, ჩვენ ვკითხულობთ: ”როგორ გავიმეოროთ ეს”?

 - როგორ გადაიტანეთ ”რეალის” და მოურინიოს აგრესიული შეტევები?

 - პირველ რიგში ყველა უთანხმოება მოედანზე წყდება. კლასიკოები ყოველთვის ემოციურია, დაამატეთ ამას პრესა და ის, რომ ამ მატჩებზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. ასე რომ სავსებით ნორმალურია ის, რომ ასეთი განცხადებებიც გაკეთდა, ყველას აქვს უფლება გამოხატოს თავისი აზრი. ჩვენ არ ვუპასუხეთ ამ გამოხტომებს, ჩვენ უბრალოდ ვითამაშეთ ფეხბურთი. ამჟამად ”ბარსა” ამას ”რეალზე” უკეთესად აკეთებს.

 - რას იტყვით სანჩესზე, როსიზე და სესკზე?

 - სამივე ძალიან კარგი ფეხბურთელია. მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ მათგანს ჩვენი გუნდის გაძლიერება შეუძლია.

 - შეგიძლიათ თქვათ, რომ ”ბარსაში” რჩებით?

 - ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ ”ბარსაში” დავრჩები, თუმცა ვიმეორებ, რომ ახლა კოპაზე ვფიქრობ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.