მესის არგენტინა ისევ ჩემპიონია!

მესის არგენტინა ისევ ჩემპიონია!

ცოტა ხნის წინ დასრულდა კოპა ამერიკის 2024 წლის გათამაშება, რომლის გამარჯვებულიც არგენტინის ნაკრები გახდა. "ალბისელესტემ" კოპა ამერიკა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო, ისტორიაში კი - 16-ჯერ, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

არგენტინამ ფინალურ დაპირისპირებაში კოლუმბია ანგარიშით 1-0 დაამარცხა. დაძაბულ მატჩში, რომელიც 120 წუთი გაგრძელდა, გამარჯვების გოლი 112-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა გაიტანა.

ლიონელ მესიმ 66 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი, სამწუხაროდ, ტრავმის გამო შეცვალეს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 10 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 16 ივლისი 2024 05:10
    1
    მიდი ლომო ფინალისიმაც მიაყოლე და ბოლოჯერ გაიბრძოლე მსოფლიოზე და მერე შეგიძლია პირდაპირ მოედნიდან ჩუსტებით წახვიდე სახლში
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 16 ივლისი 2024 02:39
    1
    ეჰ ლეო როგორ შემეცოდა ტრავმის გამო...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 15 ივლისი 2024 20:18
    1
    ლეოს მორიგი მოგება უფრო გამიხარდა ვიდრე ესპანეთის თუმცა ესპანეთი ულაპარაკოდ საუკეთესო გუნდი იყო ამ ევროზე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 15 ივლისი 2024 16:25
    2
    ფეხი გაუსივდა როგორ ტიროდა
    --------------------
    THUGS
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 15 ივლისი 2024 15:55
    3
    როგორ შემეცოდა ლეო, კოჭლობით რო მივიდა თასის წამოსაღებად და მერე "ბიჭებს რო დაუძახა" ეს ახალი(ანუ ძველი 1907 წელს გაკეთებული თასი დააბრუნეს), რომელიც 80 სანტიმეტრამდეა სიმაღლეში და წონით 9 კილო ყოფილა. გაუჭირდა ლეოს დიდ თასის თრევა, საერთოდ დაიღალა კაცი 45-ე თასია ხო არ ეხუმრებით. და არავინ ახლოსაც არ არის მასთან. მითუმეტეს ყველაზე ახლოს მყოფი ალვესი არამგონია დაბრუნდეს დიდ ფეხბურთში.
    საინტერესოა იყო 3-ე ადგილისთვის(კოპა ამერიკაზე თამაშდება) ბრძოლა სადაც ურუგვაი კანადასთან ბოლო წუთებამდე მარცხდებოდა და მიხვდით ხო ვინ გაათანაბრა??? არა ვალვერდეს არ გაუთანაბრებია, კი ჩვენმა ბებერმა მგელმა გაათანაბრა. პენალტების სერიაში კი ურუგვაიმ იმარჯვა.

    ციტატა: mesi_10
    საღოლ არგენტინას და მესის მართლაც შეუჩერებელი ნაკრებია უმაგრესი შემადგენლობით..ასევე ესპანეთიც უნდა ვთქვათ რომელიც სასწაულ ფეხბურთს თამაშობს და დაუყვედრებელი ჩემპიონებიც არიან ფარჩაკ ინგლისელებს კი ამოსდეს ესპანური სარდელი და სამართლიანობამ იზეიმა...

    და ახლა რო მესი-იამალის დუეტია მოსალოდნელი ფინალისიმაზე ხო ყველამ ვიცით, თუ მოირჩენს ლეო ტრამვას ძალიან მინდა იამალის მამამ უყუროს ამ თამაშს ეგება მოსწავლის-მასწავლებელისგან განსხვავება მაინც ისწავლოს.
    Culé [?]
    #5 15 ივლისი 2024 13:52
    4
    დიდებულად სხვანაირად არც შეიძლებოდა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 15 ივლისი 2024 13:40
    3
    საღოლ არგენტინას და მესის მართლაც შეუჩერებელი ნაკრებია უმაგრესი შემადგენლობით..ასევე ესპანეთიც უნდა ვთქვათ რომელიც სასწაულ ფეხბურთს თამაშობს და დაუყვედრებელი ჩემპიონებიც არიან ფარჩაკ ინგლისელებს კი ამოსდეს ესპანური სარდელი და სამართლიანობამ იზეიმა...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 15 ივლისი 2024 11:17
    12
    მესის კიდე ვერთხელ, კიდევ ერთ დიდებულ მიღწევვას მივულოცავ, წლები გადის და ვიცით ყველამ როგორ ცოტა დრო რჩება მისი კარიერის დასრულებამდე, მითუმეტეს სანაკრებო კარიერის, მაგრამ მინდა კიდევ ვნახო თასით ხელში ლეო, მინიმუმ ფინალისიმას თასი და მერე კიდე ვნახოთ❤️🇦🇷
    --------------------
    "ჩვენ ორი ვართ ქვეყანაზე, მე და ბარსა, მე და ბარსა!!!"
    Culé [?]
    #2 15 ივლისი 2024 10:22
    19
    მესის ყველაფერი აქვს მოგებული თუ რამე შეიძლება, გინდა გუნდურად გინდა ინდივიდუალურად, თან რამოდენიმეჯერ... მაგრამ როგორ მაინც დიდი წყურვილითაა დაგეშილი, ამიტომაცაა ყველა დროის საუკეთესოც!
    ფანი [?]
    #1 15 ივლისი 2024 09:48
    12
    გილოცავთ❤️❤️ barca-1 barca-2