ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა ბარსელონაში ბრუნდება

ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარა ბარსელონაში ბრუნდება

ტიაგო ალკანტარა, რომელმაც ცოტა ხნის წინ 33 წლის ასაკში კარიერა დაასრულა, "ბარსელონაში" ბრუნდება. ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

ტიაგო "ბარსას" სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ის ჰანსი ფლიკის ასისტენტი იქნება. ალკანტარა ფლიკთან ერთად ზაფხულის განმავლობაში იმუშავებს და პირველ გუნდს წინასასეზონო მზადებაზე ამერიკაშიც გაჰყვება.

ტიაგო "ბლაუგრანას" სკოლის აღზრდილია. ის კატალონიელთა აკადემიაში - 2005 წლიდან, პირველ გუნდში კი 2010-2013 წლებში ირიცხებოდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #9 19 ივლისი 2024 16:48
    0
    ნახევარმცველებში ისე გვიჭირს პირველ ტურში შეიძლება ეს დააყენოს ფლიკმა.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 18 ივლისი 2024 13:49
    0
    ისე რაფინია რო გვყავდა ამის ძმა იყო და ამათი მამა კი გამოჩენილი ბრაზილიელი ფეხბურთელი მაზინიო იყო. მაგარი ოჯახია არა? ყველა სხვადასხვა სახელებით.

    ციტატა: JustBarcaLover
    კაით რა რაღა ჩვენთან უნდა მიიღოს გამოცდილება ყველა ასეთი რატომ მოყავთ სტაფში

    ასე მივიღეთ მოურინიოც ბარსელონაში, რომელიც ბობი რობსონის თარჯიმნად იყო გაფორმებული. ნელ-ნელა კი მწვრთნელობაც აითვისა და რობსონი უკვე გუნდის ვარჯიშებსაც ანდობდა და შემადგენლობასაც კი აყენებინებდა. მერე ვან გაალსაც ეხმარებოდა. ბევრი სურათებია მოურინიო რო გვარდიოლას და ენრიკეს "ავარჯიშებდა". აქედან წასულმა კი პორტო ჩაიბარა და ლიგაც კი დადო 2002/ 03 წლებში.
    ფანი [?]
    #7 17 ივლისი 2024 20:31
    0
    იამალი 19 ნომრიანი მაისურით ითამაშებს
    Culé [?]
    #6 17 ივლისი 2024 18:31
    2
    კაით რა რაღა ჩვენთან უნდა მიიღოს გამოცდილება ყველა ასეთი რატომ მოყავთ სტაფში
    Culé [?]
    #5 17 ივლისი 2024 17:17
    6
    მშვენიერი.

    ტაპალოვიჩი მეკარეების მწვრთნელად დაინიშნა და იმედია იმ თავტლიპას ააცმეინებენ, არსაიდან რო მოათრიეს და მისი გაწვრთნილი მეკარეები ჩაჯმულები რო არიან, აწ უკვე 12 წელზე მეტია.
    ფანი [?]
    #4 17 ივლისი 2024 16:21
    3
    მოკლედ ბარსას ყველა უბედურება გლობალური ომის პარტიის ბრალია მაგ შაკლები არიან რო ამწარებენ კლუბს მარა მეიცათ ტრამპი მეიგებს ამერიკაში და დავლგაგდებით მერე 🤣🤣🤣🤣აღმაშენებელო რა ტყილად გიწვალია რომ იცოდე 🤣🤦‍♂️
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 17 ივლისი 2024 16:06
    0
    ციტატა: cruyff9
    მხოლოდ ერთი თვით(((

    რატო მხოლოს 1 თვე ნეტა? იმედია დარჩება მეტი ხნით.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 17 ივლისი 2024 16:03
    0
    მხოლოდ ერთი თვით(((
    ფანი [?]
    #1 17 ივლისი 2024 15:50
    7
    ძალიან ძალიან ძალიან მაგარი ამბავია, ტიაგო ერთ ერთი მნიშვნელოვანი წევრი იყო იმ ბაიერნის და დარწმუნებულივარ რომ გაგვაძლიერებს საკმაოდ