ოფიციალურად: ტიაგო ალკანტარას არნაუ ბლანკო შეცვლის
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტიაგო ალკანტარა კატალონიური გუნდის სამწვრთნელო შტაბს ტოვებს.
ტიაგო "ბარსაში" დაახლოებით ერთი თვის წინ დაბრუნდა, მას შემდეგ, რაც 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა და მწვრთნელის ასისტენტის ამპლუაში მოგვევლინა.
"ბლაუგრანას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ალკანტარას სამწვრთნელო შტაბში არნაუ ბლანკო შეცვლის, რომელსაც "ლა მასიას" ასაკობრივ გუნდებში მუშაობის გამოცდილება აქვს. არნაუ "ბარსელონას" აკადემიაში უკვე 11 სეზონია მუშაობს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 8 ]