"ბარსელონა" "უდინეზეს" პასუხს ელის

"ბარსელონა" "უდინეზეს" პასუხს ელის

როგორც ირკვევა, კატალონიის "ბარსელონას" ერთ–ერთმა წარმომადგენელმა, რომელიც სახელსა და გვარს საიდუმლოდ ტოვებს, განაცხადა, რომ "ბარსა" ელოდება "უდინეზესგან" პასუხს ალექსის სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით. კატალონიელებს სურთ, რომ სწრაფად მოაგვარონ ტრანსფერის საკითხი და იხილონ ალექსისი "ლურჯ–ბროწეულისფერთა" რიგებში. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე შეუთანხმებელია ფასი, რომელიც ძალიან ეძვირებათ კატალონიელებს: "ჩვენ ველოდებით "უდინეზეს" პასუხს. "ბარსელონასმ" ერთხელ უკვე გააკეთა ოფიციალური შეთავაზება ალექსის სანჩესთან დაკავშირებით და აღარ აპირებს, რომ მას კიდევ ერთხელ გადახედოს". განაცხადა კატალონიური კლუბის წარმომადგენელმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.