"ბარსა" ჯერჯერობით შორსაა ალექსის სანჩესისგან
თუ იტალიური "უდინეზეს" პრეზიდენტის, ჯამპაოლო პოცის სიტყვებს დავეყრდნობით, "ბარსა" ჯერ კიდევ შორს არის ალექსისის სანჩესის გადაბირებისგან.
ახალი ამბავი არ არის ის, რომ კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს თავიანთ შემადენლობაში სურთ იხილონ ჩილეს ეროვნული ნაკრებისა და უდინეზეს" ლიდერი, ალექსის სანჩესი, მაგრამ არსებობს ერთი დაბრკოლება – მისი ფასი. ალექსისს იტალიური კლუბი 50 მილიონად აფასებს.
ფეხბურთელმა არა ერთხელ თქვა, რომ "ბარსაში" სურს თამაში, მაგრამ კლუბები ჯერ ტრანსფერის თანხაზე არ შეთანხმებულან. "ალექსისი 50 მილიონი ევრო იმიტომ ღირს, რომ "უდინეზე" ვართ. ჩვენს ადგილას სხვა მეტს მოითხოვდა." – განაცხადა ჯამპაოლო პოციმ.
"მე ძალიან მსურს, რომ ალექსისი დარჩეს. ის ჯერ ახალგაზრდაა და შეუძლია კლუბთან ერთად გაიზარდოს, როგორც ფეხბურთელი. "ბარსელონამ" ჩვენ ეკონომიური წინადადება გაგვიკეთა. მათ ნამდვილად სურთ ჩილელის ყიდვა, მაგრამ "ბლაუგრანას" წარმომადგენლებს ეს გაუჭირდებათ. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შეთანხმება ისე მოხდეს, როგორც მათ სურთ." – დაასრულა "უდინეზეს" პრეზიდენტმა.
ცნობილია, რომ "ბარსამ" "უდინეზეს" 29 მილიონი ევრო შესთავაზა. ამის გარდა კატალონიელები ზებრებს +12 მილიონ ევროს დაპირდნენ თუ ფეხბურთელი კარგად წარმოაჩენს თავს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]