ილიას აკომაში: ბარსელონას დატოვებას არ ვნანობ
"ბარსელონას" ყოფილი და "ვილიარეალის" ახლანდელი თავდამსხმელი ილიას აკომაში აცხადებს, რომ კატალონიური კლუბიდან წასვლას არ ნანობს.
"ბარსელონას" დატოვებას საერთოდ არ ვნანობ. ამ გადაწყვეტილებაში 100%-ით დარწმუნებული ვიყავი. "ბარსასი" ძალიან მადლიერი ვარ, რადგან იქ გავიზარდე, მაგრამ არაფერს ვნანობ. აქ მოსვლა მინდოდა.
- ციტირებს აკომაშის სიტყვებს "ვილიარეალის" ოფიციალური ვებგვერდი.
აკომაში "ბარსას" სკოლის აკადემიის აღზრდილია. 20 წლის მაროკოელ შემტევზე ერთ დროს დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მან "ბარსას" პირველ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.
აკომაშმა "ბლაუგრანა" 2023 წლის ზაფხულში კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა და "ყვითელ წყალქვეშა ნავს" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]