მიშელ პლატინი "მარკას" გაესაუბრა
რამდენიმე დღის წინ, "უეფას" პრეზიდენტი, მიშელ პლატინი მადრიდის ყოველდღიურ სპორტულ გამოცემა "მარკას" გაესაუბრა. მას არ ესმის თუ რა ხდება "რეალ მადრიდის" თავს და რატომ ვერ ახერხებს ეს გუნდი ამ ბოლო წლებში წარმატების მიღწევას. პლატინიმ ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ "ლოს მერენგესს" ("რეალ მადრიდს") ტიტულების მოპოვებაში ხელს ყველაზე მეტად ერთ–ერთი კატალონიური კლუბი უშლის...
მიშელ პლატინიმ ექსკლიუზიურად "მარკასთან" ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის "რეალ მადრიდზე", მის მწვრთნელზე და რაღა თქმა უნდა კატალონიის "ბარსელონაზე". საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" ქართულეონავანი ვებ–გვერდი, "ბარსამანია.ge" კი ამ ინტერვიუს ქართულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.
შესაძლებელია, რომ "უეფას" ჟოზე მოურინიოსთან რაიმე პირადული დაპირისპირება ჰქონდეს?
არა, აბსოლიტურად არა. ყველაფერი პირიქითაა. მე უკვე მითქვამს, რომ მომწონს მოურინიო. "უეფას" ასეთი პოლიტიკა ნამდვილად არ აქვს. "უეფა" არავის მხარეს არ იჭერს, ის ნეიტრალურია და ყველას პატივს სცემს. აქ არიან პირები, ვინც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამა თუ იმ ფაქტებზე და აქ პირადული არაფერი არ მოქმედებს. არბიტრები არც "ბარსელონას" უჭერენ მხარს უფრო მეტად, ვიდრე "რეალ მადრიდს" და არც უფრო მეტად "იუვენტუსს", ვიდრე "მილანს".
ბოლო სამი წლის განმავლობაში, მეოცე საუკუნის საუკეთესო გუნდად წოდებულმა "რეალ მადრიდმა" მხოლოდ "სამეფო თასის" მოპოვება მოახერხა. რატომ? (¿Por qué?)
რატომ? (¿Por qué?) მმეც ამას ვამბობ, რატომ? (¿Por qué?) რატომ (¿Por qué?) ვერ მოიგეს? რთულია სუპერვარსკვლავებით გუნდის ჩამოყალიბება. შეიძლება კარგი სპექტაკლის დადგა, თუმცა არა მოგება. ამ გუნდში მოთამაშე ფეხბურთელები ინდივიდუალურად კარგად ასპარეზობენ, ხოლო გუნდში როგორც ვარსკვლავები, ასევე მუშაკები და კარგი ფეხბურთელეი უნდა იყვნენ. მარტივი არ არის თაობათა ცვლის პროცესი.
სახელები ყიდიან მაისურებს, თუმცა არ იგებენ თამაშებს ... მოურინიოს, თავისი კარგი ტრანსფერებით, ისეთი როგორიცაა იოზილი, ჰყავს გუნდი, რომელმაც მოიგო "თასი". ეს აღარ არის რონალდოსა და ბექემის გუნდი და იგი "ჩემპიონთა ლიგაში", დიდი ხნის განმავლობაში საუკეთესო თექვსმეტეულს ვერ სცდებოდა. მომავალში, "მადრიდი" მოიგებს.
გაკვირვებთ ის ფაქტი, რომ ამჟამად დომინანტის როლში ესპანური ფეხბურთია?
მშვენიერია, რომ ისინი კარგად თამაშობენ და იგებენ კიდეც. ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, თუმცა ეს მატჩის ანგარიშზე არ აისახება. ესპანური ფეხბურთი, თავის კლუბებიანად და ეროვნულ ნაკრებიანად მაყურებელს შესანიშნავ სპექტაკლს სთავაზობთ. ჩვეული მოვლენა არ გახლავთ, როდესაც შენ ყოველთვის კარგად თამაშობ და ამ კარგი თამაშის წყალობით, იგებ კიდეც. ასე რომ, მე გაკვირვებული ვარ და ეს გვაჩვენებს, რომ ფეხბურთში სამართლიანობაც არსებობს და ლოგიკაც.
თქვენმა ერთ–ერთმა მეგობარმა, ზიბი ბონიეკმა რამდენიმე დღის წინ, პოლონეთში განაცხადა, რომ "ბარსელონა" ფეხბურთისგან განსხვავებულ, დასასვენებელ სპორტს თამაშობს. ეთანხმებით ამას?
"ბარსა" ფეხბურთს თამაშობს. მე ვიტყოდი, რომ არიან გუნდები, რომლებიც "ბარსასგან" განსხვავებული სტილით თამაშობენ. მისი ყველა ფეხბურთელი, ეს იქნება ესპანეთისა ნაკრების წევრი, თუ ესპანეთის 21 წლამდელთა გუნდის წევრი, ყველა თამაშობს ბურთით, პასებით, დრიბლინგებით ... ეს კარგი ფეხბურთისა და კარგი პასების კულტურაა. ეს ფეხბურთის ფონდია და ესპანეთის ნაკრები და "ბარსელონა" მას პატივს სცემს. არიან სხვები, რომლებმაც უნდა ისწავლონ მათ მსგავსად თამაში.
თქვენი აზრით, არის თუ არა მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი?
მესი არის საუკეთესო თავის თაობაში. როგორც დი სტეფანო იყო თავისაში. მის შემდეგ კი იყვნენ კრუიფი, მარადონა ... თითოეულ თაობას თავისი საუკეთესო ფეხბურთელი ჰყავს და მე არ მიყვარს ფეხბურთელების ერთმანეთთან შედარება. მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია, მაგრამ ასეა კრიშტიანო რონალდოც. ესპანეთი ნამდვილად იღბლიანია იმით, რომ ამ ქვეყანაში ორი უდიდესი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი თამაშობს.
თქვენი ერთ–ერთი ინტერვიუ წავიკითხე, სადაც განაცხადეთ, რომ "ოქროს ბურთს" ჩავის გადასცემდით...
დიახ. ეს იმიტომ, რომ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ესპანეთს ერგო და არა – არგენტინას. ასევე მინდა ვთქვა, რომ საუკეთესო მწვრთნელის წოდებას ვისენტე დელ ბოსკეს მივანიჭებდი. მე ვფიქრობ, რომ ეს წელი "მუნდიალის" წელი იყო და გამარჯვებულებად სწორედ ამ ჩემპიონატის ტრიუმფატორები უნდა დაესახელებინათ. მე ვფიქრობ, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ამ წელს ესპანეთმა მთელი მსოფლიო დაიპყრო და ამ გუნდის არც ერთ წევრს და არც მთავარ მწვრთნელს არ მიუღია საუკეთესოს ტიტული. ეს არ არის ლოგიკური. ეს არ არის ნორმალური.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]