"ბარსა B" რვა ფეხბურთელით ძლიერდება
ოსკარ გარსიას "ხუვენილ A" მომავალ სეზონს ბალიუს, დალმაუს, გომესის, გუსტავოს, ესპინოსას, რაფასა და დელუფეუს გარეშე დაიწყებს. ყველა ეს ფეხბურთელი 2011/12 წლების სეზონში "ბარსა ბ"–ს შემადგენლობაში გადმოინაცვლებს...
ამ ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე, ეუსებიო საქრისტანის "ბარსა ბ"–ს ბევრი ფეხბურთელი გამოაკლდა. ზოგმა თავისი ბედი სხვა საფეხბურთო კლუბებს დაუკავშირა, ხოლო ზოგიც დაწინაურდა და თავი პეპ გვარდიოლას გუნდში ამოჰყო. მართალია ეუსებიოს ბევრი ფეხბურთელი დააკლდა, თუმცა "ხუვენილ ა"–ს აწ უკვე ყოფილი 8 ფეხბურთელი მას შეუერთდება. მომავალი სეზონიდან, "ბარსა ბ"–ს დაცვის ხაზს ბალიუ, დალმაუ, გომესი და როსელი გაამაგრებენ. ნახევარდაცვის გამაგრებას გუსტავო, ესპინოსა და რაფა ალკანტარა შეეცდებიან, ხოლო "სეგუნდა დივიზიონში" მოასპარეზე გუნდების კარის დარაჯთა შეწუხებაზე ხერარდ დელუფეუ იზრუნებს.
სერხი გომესი: იგი 18 წლის ცენტრალური მცველი გახლავთ. მან ეს სეზონი როგორც "ხუვენილ ა"–ს, ისე "ბარსა ბ"–ს შემადგენლობაში გაატარა. მას პირველ გუნდში დებიუტი ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში ჰქონდა. "სუპერთასზე" კატალონიელები "სევილიას" უპირისპირდებოდნენ.
ორიოლ როსელი: გომესის მსგავსად, ორიოლიც 18 წლისაა და ისიც დაცვის ცენტრალური ადგილის გამაგრებაზე ზრუნავს. იგი ოსკარ გარსიას გუნდის ერთ–ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას დაცვაში კარგი თამაშის გარდა, შეტევებშიც ძალიან კარგად შეუძლია თავის წარმოჩენა.
ალბერტ დალმაუ: მარჯვენა მცველი 19 წლის გახლავთ. ამ სეზონში, მან ლუის ენრიკეს გუნდში 2 შეხვედრა ჩაატარა. თავდაპირველად დალმაუ ცენტრალურ პოზიციაზე თამაშობდა, თუმცა მისმა შესაძლებლობებმა თავისი ქნა და ამის შემდეგ მან მარჯვნივ გადაინაცვლა.
ივან ბალიუ: ივანი ასაკით 19 წლის გახლავთ. ადრეულ წლებში იგი "ხირონას" შემადგენლობაში ირიცხებოდა. "ხირონაში" იგი ჩამშლლი ნახევარმცველის პოზიციაზე იდგა, მაგრამ მას სისწრაფე არ აკლდა. ამის გამო "ბარსელონაში" მან ადგილი მარჯვენა მცველის პოზიციაზე დაიმკვიდრა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მას ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. ფლანგების გარდა კი იგი ცენტრალური მცველის პოზიციაზეც კარგად გამოიყურება. იგი ტრიპლეტის მოგების დროს "ხუვენილ ა"–ს კაპიტანი გახლდათ. მისი დებიუტი ლუის ენრიკეს გუნდში სეზონის ბოლოს შედგა.
გუსტავო ლედესი: შემტევი ნახევამრცველი 18 წლისაა. მისი ფლანგი მარცხენაა. იგი ბურთს ძალიან კარგად ფლობს და გამთამაშებლის თვისებების შეთავსებაც შეუძლია. მას ასევე ძალიან კარგად შეუძლია შორი მანძლიდან დარტყმა.
ხავიერ ესპინოსა: 19 წლის ფეხბურთელი ტალავერა დე ლა რეინაში დაიბადა. მან "ბარსელონაში" კარიერა "კადეტიდან" დაიწყო. მას ძალიან კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა. ამ სეზონში მან თავი ყველას ასევე თავის თავდაცვისუნარიანობით დაამახსოვრა.
რაფა ალკანტარა: მარცხენა ნახევამრცველი ახლადდაწინაურებული ტაიგო ალკანტარას ძმაა. იგი 18 წლის გახლავთ და ბოლო სეზონი "ხუვენილ ა"–ში გაატარა. მან ამ სეზონში ლუის ენრიკეს გუნდში 504 წუტი ითამაშა. მის ანგარიშზე 10 ჩატარებული შეხვედრაა. "მუშა" ფეხბურთელი, ძლიერი შეტევაში და ასევე დაცვაში ... იგი ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც შესანიშნავად გამოიყურება. თავისი ძმის არ იყოს, პასების გაკეთება მასაც ძალიან კარგად ეხერხება.
ხერარდ დელუფეუ: ხერარდი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა უკვე ფეხბურთის ბევრმა გულშემატკივარმა იცის მისი შესაძლებლობების შესახებ. მას კომბინაციის გათამაშებისა და გოლის გატანის კარგი უნარი აქვს. ბევრი რომ არ ვიუსაუბრო, მისი შესაძლებლობების ნახვა აქ შეგიძლიათ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]