რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა
ინტერის წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასამართი დაპირისპირების წინ, რობერტ ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად ივარჯიშა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პოლონელი ფეხბურთელი განმეორებითი მატჩის განაცხადში იქნება, მაგრამ სასტარტო შემადგენლობიდან მაინც ფერან ტორესი დაიწყებს.
ამასთან, ელენა კონდისი იუწყება, რომ აღნიშნულ შეხვედრას ალეხანდრო ბალდე გამოტოვებს. ჰანსი ფლიკი მის თამაშს არ გარისკავს, რადგან ტრავმის რეციდივის საფრთხე არსებობს.
ბარსელონას ინტერთან, დაზიანების გამო, არც ჟიულ კუნდე ეყოლება.
Sport-ის ცნობით, გუნდს მალე დაუბრუნდება მარკ კასადო, რომელიც ელ კლასიკოსთვის მზად იქნება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]