ჰანსი ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

ჰანსი ფლიკის კომენტარი ატლეტიკოსთან თამაშის შემდეგ

გუშინ "ბარსელონამ" ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა და ესპანეთს თასის 1/2-ფინალის განმეორებით შეხვედრაში "ატლეტიკო" 3-0 დაამარცხა, თუმცა პირველ დაპირისპირებაში 0-4 წაგების გამო ჰანსი ფლიკის გუნდი ფინალს მიღმა დარჩა.

"ბლაუგრანას" დამრიგებელმა თამაშის შემდეგ კომენტარი გააკეთა:

ძალიან კარგი თამაში ჩავატარეთ. თუმცა ტურნირიდან გამოვარდნასაც უნდა შევეგუოთ.

ამ თამაშიდან კუბარსი და ბერნალი უნდა გამოვყოთ. ისინი ძალიან კარგები იყვნენ. მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო კუბარსის მონდომება. ის დაუჯერებელი ტალანტია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველი. ის ბურთით შესანიშნავი იყო. მისი თამაშის ყურებით ვისიამოვნე.

პედრი მოედანზე გვჭირდებოდა. მიხარია, რომ მას ტრავმა არ მიუღია, რადგან მისი მოედანზე 90 წუთით დატოვება რისკის შემცველი იყო.

ჩემპიონთა ლიგაზე წინ რთული გზა გველის. "ნიუკასლი" ძლიერი მეტოქეა. ახლა კი "ბილბაოსთან" ლა ლიგაში გასამართ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. თუ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ბევრი თამაში ჩავატაროთ, მოედანზე ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც დღეს ვიყავით. ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ.

ყველა ფეხბურთელი დაღლილია, რადგან მათ ყველაფერი მოედანზე დატოვეს, 100%-ზე მეტი. ვფიქრობ, ამ თამაშით გულშემატკივრებიც ბედნიერები არიან იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგით ისინი იმედგაცრუებულები იქნებიან და ეს ნორმალურია. ფეხბურთელებმა აბსოლუტურად ყველაფერი გაიღეს, ეს ფანტასტიკური იყო.

შესაძლოა, ეს ჩვენი გუნდის თამაშის მაქსიმუმი იყო, თუმცა ყველა მატჩში ასეთები უნდა ვიყოთ. მაქსიმალურად ფოკუსირებულები უნდა ვიყოთ და მომდევნო კვირებშიც ასე განვაგრძოთ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    წევრი [?]
    #9 5 მარტი 2026 23:24
    0
    ეს კაცი ბარსასთვის ყოფილა შექმნილი.ნეტავ მესის დროს მოეყვანათ.მესი იამალი ლევანდოსკი რა საინტერესო იქნებოდა
    --------------------
    ზ,კ.1988
    წევრი [?]
    #8 5 მარტი 2026 17:39
    0
    კლოპმა რეალთან მოლაპარაკებები დაიწყო და თანახმაა რეალში მუშაობისთვისო თუ რამდენიმე პირობას შეასრულებს პერესიო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 5 მარტი 2026 00:14
    0
    გაასწორა გუნდის თამაშის ყურებამ, ეს ბრძოლა და ჟინი გვიყვარს გულშემატკივრებს.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 4 მარტი 2026 20:39
    0
    მიუხედავად მადრიდში ცუდი თამაშისა, მაინც გვქონდა შანს ფინალში გასვლისა, რომ არ გაეუქმებინათ 100 %-იანი გოლი. ის რომ ჩაეთვალათ, არაა გამორიცხული იმ გოლს მეორეც მოყოლოდა. მაგრამ რას იზამ ასეთია ლა ლიგის სამართალი. ამ დროს კი ბებერი, ნაბიჭ... პერესი კიდევ ბარსას უჩივის.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 4 მარტი 2026 20:15
    0
    მიდი ჰანს მიაწექი, მშვენივრად მუშაობ. ჰალაზე ყველა დარდობს რო პერესმა შენ არ ჩაგაბარა რეალი. გუნდმა ასე განაგრძოს და ტიტულებიც მოვა. ერთ და ორ სეზონში ასეთი ახალგაზრდები უცებ ვერ დაღვინდებიან, ცოტაც უნდა ვაცალოთ.
    Culé [?]
    #4 4 მარტი 2026 17:20
    2
    ბარსა თუ პლეიოფებიდან ვარდება, ვარდება მხოლოდ ასე, უკიდურეს ბრძოლაში, დრამაში და საფეხბურთო რომანტიზმის ზეიმში. გამოვარდნის მიუხედავად, ისწ ვამაყობ ამ გუნდით, როგორც ძალიან დიდი ხანია არ მიამაყია
    გულშემატკივარი [?]
    #3 4 მარტი 2026 10:52
    0
    ციტატა: JasoN
    ტრავმებზე დაწერეთ რამე


    კუნდე და ბალდე მინიმუმ ერთი თვე იუქმებენ. ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოუქვეყნებიათ
    წევრი [?]
    #2 4 მარტი 2026 10:52
    2
    ასე თავის შეკვლაც არ იყო საჭირო გეგონება ლიგის ფინალი იყო დდ ატლეტიკოს ისედაც შეხვდებით ლიგის მეოთხეთფინალში და მანდ აუღებს ბარსა აბაროტს
    Culé [?]
    #1 4 მარტი 2026 10:48
    0
    ტრავმებზე დაწერეთ რამე