ბარსელონა ჟერარ მარტინსა და მარკ ბერნალს ახალ კონტრაქტებს შესთავაზებს
"ბარსელონა" აპირებს ჟერარ მარტინისა და მარკ ბერნალის მოქმედი კონტრაქტების გადახედვას და გაუმჯობესებას, რათა ისინი შეესაბამებოდეს მათ ამჟამინდელ როლს გუნდში.
ესპანელმა მცველმა და ნახევარმცველმა 2025 წელს გაახანგრძლივეს კონტრაქტები, თუმცა მათი პროგრესი გუნდში იმდენად სწრაფი აღმოჩნდა, რომ კლუბში უკვე ფიქრობენ ახალი პირობების შეთავაზებაზე.
2025 წლის იანვარში "ბარსელონამ" ოფიციალურად გაახანგრძლივა ჟერარ მარტინის ხელშეკრულება. მარცხენა მცველს კონტრაქტი ზაფხულში ეწურებოდა, მაგრამ კლუბმა მასთან ახალი შეთანხმება გააფორმა 2028 წლამდე. გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა, რაც მნიშვნელოვნად ნაკლებია გუნდის ტოპ ფეხბურთელებთან შედარებით - განსაკუთრებით ახლა, როცა მარტინი პრაქტიკულად ძირითადის უცვლელი წევრია.
მარკ ბერნალის შემთხვევაშიც სიტუაცია მსგავსია: ახალგაზრდა ნახევარმცველის პროგრესი და მნიშვნელობა გუნდში იზრდება, რის გამოც "ბარსელონა" მის კონტრაქტსაც რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანას გეგმავს. მას კლუბთან ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
კლუბში კარგად აცნობიერებენ, რომ ორივე ფეხბურთელი უკვე უფრო მაღალი სტატუსის მქონეა, ვიდრე მათი ამჟამინდელი ხელშეკრულებები ასახავს, ამიტომ დგას დღის წესრიგში მათი პირობების გაუმჯობესება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]