ბარსელონა ფერან ტორესისა და მარკ კასადოს გაყიდვას გეგმავს
ესპანური მედიის ინფორმაციით, კატალონიური კლუბი მომავალი ზაფხულისთვის სატრანსფერო სტრატეგიას უკვე აყალიბებს. ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ახალი ფეხბურთელების დასარეგისტრირებლად, "ბარსელონა" რამდენიმე მოთამაშესთან განშორებას განიხილავს.
გავრცელებული ცნობებით, გასაყიდი ფეხბურთელების სიაში ფერან ტორესი და მარკ კასადო მოხვდნენ. ესპანელი შემტევის, ფერან ტორესის მიმართ ინტერესს ევროპული კლუბები იჩენენ. რაც შეეხება ახალგაზრდა ნახევარმცველს, მარკ კასადოს დამატება სხვა გუნდებსაც სურთ.
როგორც Sport-ის სტატიაშია აღნიშნული:
იმისათვის, რომ გუნდმა ახალი მოთამაშეები დაიმატოს, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სახელფასო ფონდის შემცირება აუცილებელია.
კლუბის ხელმძღვანელობა აქტიურ მუშაობას აგრძელებს. გულშემატკივრები სატრანსფერო ბაზარზე საინტერესო მოვლენებს ელიან.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]