ბარსელონას პრიორიტეტი ფერან ტორესის შეძენაა - Sport

ბარსელონას პრიორიტეტი ფერან ტორესის შეძენაა - Sport

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად "ბარსელონა" "მანჩესტერ სიტის" შემტევის, ფერან ტორესის გაფორმებას უფრო და უფრო მეტად ცდილობს.

"ბარსელონა" გუნდის გაძლიერებას ისედაც აპირებდა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ კი ეს აუცილებელი და უფრო საჩქარო გახადა. "ბლაუგრანას" მთავარი მწვრთნელის, ჩავი ერნანდესის სურვილი ტორესის დამატებაა, რადგან ის მიიჩნევს, რომ 21 წლის ფეხბურთელის მოსვლა შეტევაში პრობლემებს გარკვეულწილად მოაგვარებს.

ვრცელდება ცნობები, რომ "სიტი" ფერანთან განსაშორებლად მზადაა, მაგრამ "ქალაქელები" 60 მილიონ ევროს ითხოვენ, "ბარსა" კი ინგლისურ კლუბს 45 მილიონს სთავაზობს. ივარაუდება, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე კლუბები ფინანსურ საკითხზე შეთანხმდებიან, თუმცა, იმისათვის, რომ "ბლაუგრანამ" ესპანელი შემტევი დაიმატოს, კატალონიელებმა რამდენიმე ფეხბურთელი უნდა გაუშვან და სახელფასო ფონდი გამოათავისუფლონ.

Sport-ის ინფორმაციით, "ბარსა" ფერან ტორესის შეძენას პრიორიტეტად მიიჩნევს და კატალონიური კლუბი ამისათვის ყველაფერს გააკეთებს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 12 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #12 9 დეკემბერი 2021 20:32
    0
    ani-messi-goat,
    მერე ეგ ყველაფერი რომ ბართომეუს ნაბოთავებია რაც დრო გავა ყფრო და უფრო გამოიკვეთება და საერთოდ ციხეში უნდა უჯრან მაგას, პერესს და ტებასს სამივეს თავი
    საიტის ლეგენდა  [?]
    #11 9 დეკემბერი 2021 18:36
    0
    ფერან ტორესი ალბათ კარგია, მაგრამ ჰოლანდი ვითომ არ აჯობებს? მითუმეტეს თუ მომავლის გუნდს ქმნი, რაღა დარჩა 60 დან 75-მდე სულ 15 მილიონი? ეს მამამისიც როგორმე დააკმაყოფილონ და რაიოლაც. ფეხბურთელს კი აუხსნან რო დიდი გუნდის აშენება იწყება და მომავალში ოქროს ბურთზე თუ ფიქრობ ამაზე კარგ გუნდს ვერ იშოვი თქო. ბოლო ბოლო ოქროს ბურთებით პირველ ადგილზე ვართ.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #10 9 დეკემბერი 2021 16:42
    0
    [quote=Clever liar]იქეთ გრანდები გორეცკა კანტე კაზემიროებზე რო ჩალიჩობდნენ ამათ არტური მოათრიეს ანი ექპერტის არჩეული 6 წუთიან უკან პასა ბაჯაღლო, მერე მთლად საკურთხ დადგმულ პიანიჩში გადაცვალეს და რატო არ აქვს გუნდს ჟურნალისტების მხარდაჭერაო უკვირთ :))

    არტურს სად ხედავ გუნდში??? :დ ერთი სეზონი ითამაშა და გემახსოვრება რა დონეც დადო 2019 წელს

    თუ არ გახსოვს იმასაც შეგახსენებ რომ ლივერპულთან არ უთამაშია :დ

    მეტი არტურს თითქმის აღარც უთამაშია, მაგრამ ის 1 წელი როცა ძირითადში იყო იდეალური სეზონი ჩაატარა და ეგ კაზემირო მოდრიჩები ათრია :დ
    --------------------
    ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონიააააააააააა

    მესი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი
    EL MAESTRO 6
    სტუმარი [?]
    #9 9 დეკემბერი 2021 16:04
    0
    ეს , ოლმო, ადეიმი, ვინმე კარგი ცენტრალური მცველი, მერე კარგი მარჯვენა მცველი, კარგი მეკარეც თავისუფალი აგენტებით შეავსონ გუნდი+ლა მასია და ნაგავი ხალხი გავყიდოთ, ერთი შეხედვით ადვილია
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 9 დეკემბერი 2021 15:56
    0
    ნაწილ-ნაწილ გადახდაზე შეთანხმდნენ და ეგაა,ოღონდ 60 მლნ მართლა ძაან ბევრია.
    --------------------
    The Catalan Kings Lead In Madrid
    Culé [?]
    #7 9 დეკემბერი 2021 15:41
    1
    ციტატა: alen halilovic
    Clever liar,
    თავდამსხმელი ახსენე? იმედია დეპაი არ გიგულისხმია... სადა გვყავს თავდამსხმელი

    აწი რომ უნდა იყოდონ ის თავდამსხმელი ვიგულისხმე თორე მაგდენი კი ვიცი :D

    ციტატა: Norman Bates
    გაჩერდი რა ალ სადი არა გუანჩჟოუ ევერგრანდი. ცა და დედამიწაა ყატარის ჩემპიონატი და ლა ლიგა. ფეხს არ გაანძრევინებს არავინ ევროპაში არაბ აქლემის მწყემსებს

    რავქნა რაფერ ჩამოგიყვანო ან ტენ ჰააგი ან ალ საიდი რო დაგიმტკიცო ჩემი სიმართლე და აგერ ბატონო გავჩერდი :))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 9 დეკემბერი 2021 15:27
    0
    Clever liar,
    თავდამსხმელი ახსენე? იმედია დეპაი არ გიგულისხმია... სადა გვყავს თავდამსხმელი
    Culé [?]
    #5 9 დეკემბერი 2021 15:02
    1
    იქეთ გრანდები გორეცკა კანტე კაზემიროებზე რო ჩალიჩობდნენ ამათ არტური მოათრიეს ანი ექპერტის არჩეული 6 წუთიან უკან პასა ბაჯაღლო, მერე მთლად საკურთხ დადგმულ პიანიჩში გადაცვალეს და რატო არ აქვს გუნდს ჟურნალისტების მხარდაჭერაო უკვირთ :))

    ციტატა: Norman Bates
    ტენ ჰაგი ათამაშებდა და ისე ჩანდა თითქოს ყველა ვარსკვლავი იყო. აი ვინ ჭირდებოდა ბარსას მწვრთნელად მაგრამ არ მოვიდა

    გუნდი არცერთ რგოლში არ ვარგა. არც დაცვაში, განსაკუკრებით ფლანგებზე და შეტავაში. არაფრად ვარგა ფიზიკურ მომზადებაში, არ ვარგა ტაქტიკურ გადაწყობაში, არ ვარგა ბურთის კონტროლში, გვაქვს დაუსრულებელი ტრავმული ეპიდემია და რატო ფიქრობ რო ამ ყველაფრის ფონზე მხოლოდ მწვრთნელია გამოსავალი? ჩავის რო ალ საიდი ჩამოუყვანო აქ, აი ღრმად დარწმუნებული ვარ უკეთეს შედეგს თუარა ფეხბურთს მაინც ითამაშებს იმ გუნდით..
    Norman Bates
    სტუმარი [?]
    #4 9 დეკემბერი 2021 14:53
    5
    აიაქსის იმ ოქროს თაობიდან არავინ არ გაამართლა. არც დე იონგმა ივარგა, არც ვან დე ბეეკმა, არც დე ლიგტმა, არც დესტმა და არც აკიმ ზიეშმა. ეს რას ნიშნავს? იმას რომ ტენ ჰაგი ათამაშებდა და ისე ჩანდა თითქოს ყველა ვარსკვლავი იყო. აიაქსი ისევ ძლიერია და იქიდან წასულები ჩაფლავდნენ. აი ვინ ჭირდებოდა ბარსას მწვრთნელად მაგრამ არ მოვიდა
    Culé [?]
    #3 9 დეკემბერი 2021 14:52
    0
    კარგია ტორესი, მარა თუ ფლანგებს ვერ აკონტროლებ, არ შეგიძლია მეტოქეზე სწრაფად კონტრშეტევაზე გადასვლა ან წამოსულ მეტოქეზე გამოდევნება და ზონების გადაკეტვა, ისე რაუნდა ქნა ფეხბურთში დღეს? რა ილუზია უნდა გქონდეს ან სათამაშო სქემა რო გამოძვრე? ორივე ფლანგი ერთმანეთძე ჩაოხრებული გვაქვს. არც ფულ ბექები გვყავს და არც ვინგერები. მარტო ცენტრალური მცველით, საყრდენით და თავდამსხმელით როგორ უნდა ითამაშო გუნდმა ფეხბურთი..
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 9 დეკემბერი 2021 14:42
    1
    კოუტინიოს და უმტიტის გაშვება გამოათავისუფლებს სახელფასო ფონდს
    ზაფხულში დემბელეც წავა
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=yMkJht0GxOs
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 9 დეკემბერი 2021 14:41
    3
    ეს და ოლმოა სასწრაფოდ მოსაყვანი, ფიზიკური მომზადება არაა უბრალო საქმე, ოლმოსნაირი სწრაფი, ჟილკიანი და ფიზიკური მომზადების შემტევი აუცილებელია