"ბარსელონა" ხორვატიაშია

"ბარსელონა" ხორვატიაშია

  "ბარსელონა" უკვე ჩავიდა ქალაქ სპლიტში (ხორვატია), რომ გამართოს პირველი წინასასეზონო შეხვედრა "ჰაიდუკის" წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ "ჰაიდუკი" დღეს დაარსებიდან 100 წლის თავს ზეიმობს.

 "ბარსელონას" თვითმფრინავი ხორვატიაში ერთი საათის დაგვიანებით ჩავიდა. ამის მიზეზი გახლდათ გადაუღებელი წვიმა. გუნდთან ერთად გაემგზავრნენ ანდონი სუბისარეტა, ხავიერ პილარ ფაუსი და გუინოვარტი.

გუშინდელი ვარჯიშის შედეგად ცნობილი გახდა, რომ გუნდს ხორვატიაში ვერ გაჰყვებოდა ჟერარდ პიკე, რომელსაც კუნთის დაჭიმულობა აქვს და პედრო როდრიგესი, რომელმაც განცალკევებით ივარჯიშა. "ბლაუგრანელებს" ასევე ვერ დაეხმარებიან ჩავი და პუიოლი და ის ფეხბურთელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს "კოპა ამერიკას" ტურნირში.

პეპ გვარდიოლამ განაცხადში 24 ფეხბურთელი შეიყვანა, აქედან 12 პირველი გუნდიდან , ხოლო 12 ახალგაზრდული გუნდებიდან.

ხორვატიაში "ბარსას" 500–ზე მეტი ხორვატი გულშემატკივარი შეეგება.

 

მატჩი "ჰაიდუკსა" და "ბარსელონას" შორის დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.