"უდინეზე" სანჩესს დაემშვიდობა

"უდინეზე" სანჩესს დაემშვიდობა

"უდინეზე" ალექსის სანჩესს, რომელიც რამდენიმე დღის წინ კატალონიის "ბარსელონაში" გადავიდა ძალიან გულისამაჩუყებლად დაემშვიდობა.

"ზებრებმა" ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნეს ვიდეო, სადაც ჩილელს  მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს.

"უდინეზემ", კლუბმა საიდანაც ჩილელი კატალონიაში გადაბარგდა, თავის ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო მადლობის ნიშნად. ვიდეორგოლში აღწერილია ალექსისის წარმატებული თამაში "სერია ა"–ში.

ვიდეოს თან ახლავს ალექსის სანჩესის მიმართ მიძღვნილი მუსიკა. აქცენტი გაკეთებულია ძირითადად გასულ სეზონზე, სადაც ალექსისმა გაიბრწყინა და  შესანიშნავად წარმოაჩინა თავი.

საიტზე საუბრობენ მის წვლილზე, რომელიც მან შეიტანა კლუბის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში. გულშემატკივრები ჩილელს ასე დაემშვიდობნენ: "მშვიდობით, ალექსის! მუდამ გვემახსოვრები!.."

                                                               ვიდეომასალა

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=zQQYtrBwAdc]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.