ალექსის სანჩესის დატვირთული დღე

ალექსის სანჩესის დატვირთული დღე


მას შემდეგ, რაც დილით ალექსისმა სამედიცინო შემოწმებები გაიარა გაემართა კლუბის ოფისში და სანდრო როსელს შეხვდა, რათა 5 წლიან კონტრაქტზე ხელი მოეწერა. ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონ ევროს შეადგენს.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ალექსისმა პირველი პრეს-კონფერენცია გამართა ანდონი სუბისარეტასთან და ხოსე მარია ბართომეუსთან ერთად. "გვარდიოლამ დამირეკა და საკუთარი თავის რწმენა ამიმაღლა" - ჩილელის სიტყვებით ზუსტად ეს გახდა მნიშვნელოვანი მომენტი მოლაპარაკებებისას. პრეს-კონფერენციის დროს სანჩესმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ მამამისის ოცნება შვილის "ბლაუგრანას" ფორმაში ხილვა იყო. გამოსვლისას სანჩესმა აღიარა, რომ "უბრალოდ ბედნიერია, რადგან მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოხვდა".

ახალწვეული 9 ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მის მაისურზე წარწერილი იქნება "Alexis". უახლოეს მომავალში საკუთარ გეგმებზე საუბრისას ჩილელმა აღნიშნა, რომ "პირველ რიგში უნდა ჩავჯდე კოლექტივში და ვისწავლო ჩავისგან, მესისგან და დანარჩენებისგან". ამასთანავე ის ეცდება კარგი გარემოს შექმნას როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ, რადგან "მეგობრობა გასახდელში" მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ალექსისმა აღიარა, რომ მისი კუმირი რონალდო იყო, რომელიც "ფენომენი" "ბარსელონაში" გახდა. დღეს ღამით ალექსისი პეპ გვარდიოლას შეხვდება და დაითქმება ის დრო, როცა ის გუნდთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

შეკრებილებთან გამოსვლისას ხოსე მარია ბართომეუმ ტრანსფერის დეტალების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ეს ტრანსფერი სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნა იყო". ტრანსფერი 26 მილიონი ევრო დაჯდა და ჩილელის ასპარეზობის მიხედვით "უდინეზემ" შეიძლება 11.5 მილიონი ევრო ბონუსის სახით მიიღოს. სუბისარეტამ ჩილელ ფეხბურთელს უნივერსალი უწოდა, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. სწორედ ამიტომაც ის თვლის, რომ "მისი გუნდში მოსვლით შეტევას აგრესიულობა და ლავირების უნარი მოემატება, ის შეტევას მრავალმხრივს გახდის. ალექსისი მოგვცემს იმას, რაც ახლა არ გვყოფნის".

ასევე სატრანსფერო გარიგების ნაწილი შეიცავს ვალდებულებას, რომ მომავალ სეზონში გამპერის თასზე "ბარსელონას" მეტოქე "უდინეზე" იქნება. ამასთანავე უახლოესი წლების მანძილზე კლუბები ერთმანეთში არაერთ ამხანაგურ მატჩს გამართავენ.

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=iOEE2AUZxjY] 

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=mSW0W402XHg] 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.