კიდევ ერთი შეხვედრა "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის

კიდევ ერთი შეხვედრა "არსენალსა" და "ბარსელონას" შორის

BBC–მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დღეს, ლონდონში "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი "ბარსელონას" წარმომადგენლებს შეხვდება.

სიტუაცია სესკ ფაბრეგასის ტრანსფერის გარშემო იმდენად ბუნდოვანია, რომ რთულია, რომელიმე წყაროს ენდო. სამი სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა სამ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს.

Daily Mail–მა გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, რომ "არსენალის" მეწილე, სტან კროენკე ხუთშაბათს ლონდონში ჩავიდა, რათა პერსონალურად ჩართულიყო და დაესრულებინა ფაბრეგასის ტრანსფერის საკითხი. კროენკეს თქმით პროცესი ძალიან გაიწელა და სამომავლო შედეგის მიუხედავად რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს.

Sky Sports ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს "არსენალმა" საბოლოოდ უარჰყო "ბარსელონას" შეთავაზება. ამავე წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ კატალონიელების ბოლო წინადადება 38 მილიონ ევროიანია.

და ბოლოს, BBC–ს ინფორმაციით არსენ ვენგერმა მწვანე აუნთო ფაბრეგასის ტრანსფერს. "სესკმა გადაწყვიტა, რომ მისი დრო "არსენალში" ამოიწურა და რომ მისთვის უმჯობესი იქნება ლონდონური კლუბის დატოვება. ჩვენ მას ხელს არ შევუშლით."

 

ახლა კი თავად განსაჯეთ, რომელი ვერსიაა უკეთესი?

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.