კიდევ ერთი შეხვედრა შეთანხმების გარეშე
პარასკევს BBC–მ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "არსენალის" აღმასრულებელი დირექტორი, ივან გაზიდისი და "ბარსელონას" წარმომადგენლები კვლავ აპირებდნენ შეხვედრას ფაბრეგასის საკითხის თაობაზე. შეხვედრა დილით შედგა და კატალონიელთა მხრიდან მას ჟოსეპ მარია ბართომეუ და რაულ სანლიეჰი ესწრებოდნენ.
მოლაპარაკებების შედეგი არასასურველი აღმოჩნდა ბართომეუსა და სანლიეჰისთვის. "არსენალმა" კვლავ უარი თქვა "ბარსელონას" შეთავაზებაზე.
სხვაობა მოთხოვნილ ფასსა და შეთავაზებულ ფასს შორის საგრძნობია. მიუხედავად ამისა, მხარეები მაინც განაგრძობენ კონტაქტს ტელეფონის საშუალებით. საკითხის მალე მოგვარება ორივე გუნდისთვის სასარგებლოა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ცდილობს დანებებას. არსებული ვითარების გამო მეტად რთულ მდგომარეობაში არიან ფაბრეგასი, გვარდიოლა და თავად ვენგერიც. მწვრთნელებმა კვლავ არ იციან თავიანთი გუნდების შემადგენლობა, ფაბრეგასი კი კვლავ რჩება გუნდში, რომელში თამაშიც არ სურს.
მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში სურათი ბევრჯერ შეიცვალა. საბოლოოდ არსენ ვნგერმა ფარ–ხმალი დაყარა და ფაბრეგასის ტრანსფერს მწვანე აუნთო. მაგრამ, ახლა ინავ გაზიდისი გამოდგა კერკეტი კაკალი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]