პიკემ ივარჯიშა

პიკემ ივარჯიშა


ცენტრალური მცველი ამარცხებს პრობლემებს და პარასკევს, დილის სესიაზე მთავარ ჯგუფთან ერთად ივარჯიშა.

"ბარსელონამ" დღეს გასამართი 2 სესიიდან პირველი დილით გამართა, რომელსაც იმავე 14 ფეხბურთელი დაესწრო, რომელიც წინა დღეს ვარჯიშობდა და პლიუს ხერარდ პიკე. ბ გუნდიდან მარტინ მონტოია და ჯონათან დოს სანტოსი იმყოფებოდნენ ვარჯიშზე.

სერხიო ბუსკეტსი განცალკევებით ასრულებდა აღდგენით სამუშაოებს, ხოლო ჩავი ერნანდესი წინა დღეების მსგავსად ვარჯიშობდა.

ახალი სესია ხვალ დილით

დღეს ღამის სესიის შემდეგ მადრიდში გამგზავრებამდე გუნდი კიდევ ერთხელ, ხვალ დილით ივარჯიშებს. ხოსეპ გვარდიოლა პრესასთან ისაუბრებს სუპერთასის შესახებ, რის შემდეგაც გუნდი დედაქალაქში გაემგზავრება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.