გვარდიოლა: "ნებისმიერ გუნდს შეუძლია "ბარსას" დამარცხება"

გვარდიოლა: "ნებისმიერ გუნდს შეუძლია "ბარსას" დამარცხება"

ევროპის სუპერთასის გათამაშების წინ, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ჟოსეპ გვარდიოლა პრესას შეხვდა. შეგახსენებთ, რომ ხვალ მონაკოში "ბარსელონა" "პორტოს" დაუპირისპირდება და სეზონის რიგით მეორე ოფიციალური ტიტულის მოპოვებას შეეცდება.

 

"არ შეიძლება, რომ ჩვენ დაუმარცხებლებად მიგვიჩნიონ. ეს ყველაზე მთავარია. ნებისმიერ კლუბს შეუძლია, რომ მოუგოს "ბარსელონას". ჩვენ გვაქებენ იმის გამო, რომ კარგად ვთამაშობთ და ტიტულებს ვიგებთ, მაგრამ სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსალოდნელ შეხვედრაზე კონცენტრაცია. შემდეგ მატჩშიც შესანიშნავი თამაში უნდა ვაჩვენოთ."

 

"გამარჯვებაში ხელი არ უნდა შეგვიშალოს იმან, რომ "პორტუსთან" ვერ ითამაშებენ პიკე და პუიოლი. უკვე ოთხი წელია, რაც ერთად ვმუშაობთ და არაერთხელ შევხვედრივართ სირთულეებს, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის წინსვლაში. არც ხვალ იქნება გამონაკლისი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მეტოქე ძალიან ძლიერია". – განაცხადა გვარდიოლამ.

 

ევროპის სუპერთასის გათამაშება მონაკოში ხვალ, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.