ტიაგო:" არ მეგონა თუ ძირითადში ვიქნებოდი"
კატალონიური "ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ტიაგო ალკანტარამ განაცხადა, რომ მისი დასახელება ძირითად შემადგენლობაში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ სურპრიზი იყო .
"როდესაც გავიგე, რომ მატჩი ძირითად შემადგენლობაში უნდა დამეწყო ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ძალიან გამიხარდა. ჩვენ გუნდში თამაშობენ ისეთი დიდი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჩავი და ინიესტა."
"ვფიქრობ, ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს. გუნდი დასუსტებული გამოვიდა, თუმცა სასურველი ანგარიშის წამოღება მაინც მოვახერხეთ. ყველაფერი 90 წუთში გადაწყდება, რადგან ჩვენ ჩვენი გუნდის ნახევარი შესაძლებლობები ვაჩვენეთ."
"რაც შეეხება ფაბრეგასს, მე მას მხოლოდ მივესალმები. "ბარსელონას" ფეხბურთელების კლასის ამაღლება უნდა. ვფიქრობ სესკი ჩვენი გუნდისთვის ბევრს გააკეთებს."
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]