"ბარსას" რუისი უნდა

"ბარსას" რუისი უნდა

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ კატალონიის "ბარსელონას" კიდევ უნდა თავისი შემადგენლობის გაძლიერება.

 

სატრანსფერო სიაში კი პირველი 17 წლის ჯონ ჰაირო რუისია, რომელიც "ეპორტივო საპრისში" თამაშობს. 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე მან შესანიშნავად ითამაშა და "ბლაუგრანას" სკაუტების სერიოზული ყურადღება მიიპყრო.

 

""ბარსელონამ" კარგი შეთავაზება გააკეთა. ახლა "დეპორტივო" გადაწყვეტს გაუშვებს, თუ არა ფეხბურთელს. ჩემი აზრით შეთავაზება კლუბსაც და ფეხბურთელსაც აწყობს." - განაცხადა რუისის აგენტმა რიკარდო კაბანიასმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.