დაამარცხე "ბარსა", მოიგე ტიტული!

ამ სეზონში ორმა გუნდმა, რომლებმაც "ბარსელონას" დამარცხება შეძლეს, ასევე შეძლეს ტიტულის მოგება ევროპულ და ესპანურ არენაზე. "სევილია" ესპანეთის თასის მფლობელი გახდა, ხოლო გუშინ საღამოს "ინტერმა" ჩემპიონთა ლიგის თასი მიისაკუთრა.
მოურნიოს "ინტერმა" "ბარსელონა" ნახევრაფინალიდან გამოთიშა ასპარეზობას და გუშინ ვან გაალის "ბაიერნი" დაჯაბნა დიეგო მილიტოს დუბლის წყალობით(2:0). გასულ ოთხშაბათს კი ანდალუსიის "სევილიამ" ესპანეთის თასი მოიპოვა. კატალონიური კლუბი ამ ორ შეჯიბრებას გამოეთიშა, მაგრამ მაინც შეძლო უმნიშვნელოვანესი ბრძოლის წარმატებით დასრულება, გაიმარჯვა რა პრიმერაში.
ერთი გოლი ფინალამდე
"ინტერმა" კატალონიური კლუბი დაჯაბნა მხოლოდ იტალიაში მოპოვებული გამარჯვებით(3:1) და მთელი გუნდით დაცვაში ჩადგა "ნოუ კამპზე", სრული ამ სიტყვების მნიშვნელობით. "ბარსამ" პირველი მატჩი სუსტად ჩაატრა და, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი უიმედო იყო, ფანები მაინც დასამახსოვრებელ საღამოს ელოდნენ კატალონიაში. სამწუხაროდ, მილანურმა კლუბმა დაცვა სრულყოფილად გაამაგრა და გვარდიოლას ბიჭებს გასაქანი არ მისცა. თუმცა პიკეს დაგვიანებულმა გოლმა "ბარსელონა" გამოაფხიზლა და მხოლოდ და მხოლოდ ერთი გოლი დააკლდა კატალონიელებს მადრიდში გასამგზავრებლად.
პალოპმა გადაარჩინა ანდალუსიელები "სანჩეს პისხუანზე"
"ბარსელონამ" ასევე დათმო ესპანეთის თასის პირველი ხელი "ნოუ კამპზე". ამიტომ, გვარდიოლამ სტუმრად საბრძოლო შემადგენლობა გაიყვანა და მხოლოდ ანდრეს პალოპი დარჩა დაუმარცხებელი იმ შეხვედრაში. ესპანელმა მეკარემ უძლიერესი მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. კატალონიელებს კი კვლავ ერთი ბურთი დააკლდათ საოცნებო შემდეგ ეტაპამდე.
მხოლოდ "ატლეტიკომ" და "რუბინმა"
სხვა მხოლოდ ორმა გუნდმა შეძლო კატალონიური კლუბის დამარცხება, "ატეტიკო მადრიდმა" და "ყაზანის რუბინმა". მადრიდმელებმა "უეფას" თასი მიისკაუთრეს, ხოლო ყაზანელებმა რუსეთის ჩემპიონატში იმარჯვეს.
წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]