ტიაგო : ’’ეს ჩემპიონატი მხოლოდ ორი გუნდისთვის არაა’’

ტიაგო : ’’ეს ჩემპიონატი მხოლოდ ორი გუნდისთვის არაა’’

კატალონიელთა 4 ნომერს , სესკ ფაბრეგასს ’’ესპანელ-ბრაზილიელის’’ მსგავსი შეხედულება აქვს ამ საკითხზე და ის ოპტიმისტურად უყურებს გუნდის ზრდას.

 

’’ბარსელონამ’’ ’’რეალ სოსიედადთან’’ 3 ქულის მოპოვების შანსი დაკარგა , მიუხედავად იმისა , რომ ის სრულიად აკონტროლებდა ბურთს. უკვე მატჩის დასაწყისში ლურჯ-ბროწეულისფერები 0:2 - ს იგებდნენ სტუმრად , მაგრამ შეცდომების სერიის შემდგომ ორი გოლი გაუშვეს.

 

’’ბლაუგრანას’’ ახალგაზრდა ნახევარმცველმა , ტიაგო ალკანტარამ განაცხადა : ’’ეს ჩემპიონატი არაა მხოლოდ ორი გუნდისთვის განკუთვნილი.’’ მეორე გოლის ავტორი , სესკ ფაბრეგასი იმედოვნებს , რომ გუნდი არ შეწყვეტს განვითარებას. ’’ბარსელონას’’ მცველმა , ადრიანომ კი ასეთი კომენტარი გააკეთა მატჩის შემდგომ : ’’ფრე  რა თქმა უნდა არაა კარგი შედეგი , მაგრამ ახლა ’’მილანთან’’ თამაშზე უნდა ვიფიქროთ.’’

 

 

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.