ვარჯიში დიდებული მატჩის წინ

ვარჯიში დიდებული მატჩის წინ


პეპ გვარდიოლას გუნდმა ბოლო ვარჯიში გამართა ჩემპიონთა ლიგის მატჩი წინ. დღეს ღამით ”კამპ ნოუზე” კატალონიელები ”მილანს” მასპინძლობენ.

დახურულ კარს მიღმა ჩატარებულ ვარჯიშზე ფეხბურთელებმა ბოლო მითითებები მიიღეს პეპ გვარდიოლასგან. 14 საათზე სავარჯიშოდ მოედანზე 19 ფეხბურთელი გავიდა. გუშინ ღამით ისინი სასტუმრო ”ფლორიდაში” იმყოფებოდნენ. სესიაზე მხოლოდ ტრავმირებულები, ხერარდ პიკე და ალექსის სანჩესი არ იყვნენ.

შეკრება სასტუმროში

ვარჯიშის დასრულების შემდეგ, რომელიც ჩვეულებრივთან შედარებით მცირეხნიანი იყო ფეხბურთელები სასტუმროში გაემგზავრენ. უეფას რეგლამენტის მიხედვით ფეხბურთელები სტადიონზე 21:30 საათზე შეიკრიბებიან.


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.