”ბარსამ” ვალი 364 მილიონამდე შეამცირა

”ბარსამ” ვალი 364 მილიონამდე შეამცირა


ციფრი მართლაც რომ დიდია, მაგრამ კატალონიური კლუბის ხელმძღვანელები აქტიურად მუშაობენ ვალების დასაფარად.

”ბარსას” ვიცე-პრეზიდენტმა ფინანსურ საკითხებში, ხავიერ ფაუსმა განაცხადა: ”ერთი წლის განმავლობაში ვალი 15.5%-ით შევამცირეთ. გასულ წელს კლუბის ვალი 430 მილიონ ევროს შეადგენდა, ახლა კი 364 მილიონია. ყველაფრის მიუხედავად ეს ძალიან დიდი თანხაა, ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. საკუთარ თავს იმის უფლება არ უნდა მივცეთ, რომ ბანკისთვის ამ რაოდენობის ფული გვქონდეს გადასახდელი”.

ფაუსმა დაამატა, რომ კლუბმა გასულ წელს 9.1 მილიონი დაფარა, ხოლო იმის წინ 24.1 მილიონი. ასევე ”ბარსელონამ” გასულ სეზონში რეკორდული თანხა გამოიმუშავა - 473 მილიონი ევრო, 58 მილიონით მეტი, ვიდრე 2 წლის წინ. კლუბის ბიუჯეტი გასულ წელს 20.1 მილიონი ევროთი შეივსო.

მიმდინარე წლის კლუბის ბიუჯეტში შესულია ის თანხა, რაც კლუბმა ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით და და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლით უნდა მიიღოს. თუკი ”ბლაუგრანა” ჩემპიონთა ლიგაში უფრო შორს გავა კლუბის ბიუჯეტი რა თქმა უნდა გაიზრდება.

ფეხბურთელების ხელფასებში კლუბი წელს უფრო მეტს იხდის, რადგან ალექსის სანჩესი და სესკ ფაბრეგასი იმაზე მეტს გამოიმუშავებენ, ვიდრე გუნდიდან წასული ფეხბურთელები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.